სამხრეთ კორეა და აშშ ანტისარაკეტო სისტემის განთავსებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ

© RIA Novosti . Александр Кряжевსამხრეთ კორეა, სეული
სამხრეთ კორეა, სეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხრეთ კორეას, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მზარდი საფრთხის საპასუხოდ, განზრახული აქვს, განათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე ამერიკული თავდაცვითი სისტემა THAAD, რომელსაც ახლო და საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტების განადგურება შეუძლია.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. აშშ–მა და კორეის რესპუბლიკამ გადაწყვიტეს, დაიწყონ ოფიციალური მოლაპარაკებები ნახევარკუნძულზე ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა  THAAD–ის განთავსების თაობაზე, — იუწყება „რია ნოვოსტი“ სააგენტო „რიონჰაპზე“ დაყრდნობთ. 

კორეის დემილიტარიზებული ზონა - Sputnik საქართველო
ექსპერტი: “ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკა პრობლემას გლობალურ უსაფრთხოებასაც უქმნის“

„ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების სფეროში ამერიკულ–კორეული კავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, აშშ–მა და კორეის რესპუბლიკამ გადაწყვიტეს, დაიწყონ ოფიციალური მოლაპარაკებები კორეის ტერიტორიაზე ამერიკული ძალების მიერ სისტემა  THAAD–ი განთავსების პესპექტივის თაობაზე — ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხეების საპასუხოდ“, — ციტირებს სააგენტო თავდაცვითი უწყების წარმომადგენლის სიტყვებს. 

სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ანტისარაკეტო კომპლექსს ჩრდილოკორეულირაკეტების „ჩაჭერა“ შეუძლია, მათ შორის, საზღვაო ბაზირების Р-17–ისა (Scud) და „ნოდონის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტებისა. 

THAAD (Terminal High Altitude Area Defense System) — ეს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემაა, რომელსაც ახლო და საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტების განადგურება სამიზნესთან მიახლოებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეუძლია. 

კორეა - Sputnik საქართველო
თბილისის შეშფოთებულია ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის გამო

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა სამხრეთ კორეაში ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების ამგვარი ბატარეების შესაძლო განთავსებაზე იმ მიზეზით, რომ ამას ჩრდილო–აღმოსავლეთ აზიაში შესაძლოა გამალებული შეიარაღება მოჰყვეს. 

ჩრდილოეთ კორეამ კვირას ბალისტიკური რაკეტა გაუშვა „სოხეს“ კოსმოდრომიდან. 10 წუთის შემდეგ რაკეტამ იაპონიაში ოკინავას პრეფექტურის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. მოგვიანებით აშშ–მა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის რაკეტა სამხრეთის მიმართულებით, ყვითელი ზღვის თავზე იქნა გაშვებული.  

ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ წარმატებით გაუშვეს ხელოვნული თანამგზავრი „ქვანმიონსონ 4“. 

ყველა ახალი ამბავი
0