თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად გარკვეული მექანიზმები უნდა შეიმუშაოს, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.
„ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და მისი აგრესიული საგარეო პოლიტიკა პრობლემას უქმნის როგორც შორეული აღმოსავლეთის რეგიონის, ასევე გლობალურ უსაფრთხოებას“-თვლის ნიკა ჩიტაძე.
პოლიტოლოგის აზრით შორეული აღმოსავლეთის რეგიონისთვის გარკვეულ საფრთხეს ორი კომუნისტური სახელმწიფოს, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის იდეური და გეოპოლიტიკური სიახლოვეც წარმოადგენს.
ნიკა ჩიტაძის თქმით, შექმნილ სიტუაციაში მასტაბილირებელი როლი აშშ-მ უნდა ითამაშოს.
ჩრდილოეთ კორეამ 6 იანვარს განაცხადა, რომ წყალბადის ბომბის პირველი გამოცდა ჩაატარა. საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის გამოცადა საკვანძო ბირთვულმა ზესახელმწიფოებმა, დაგმეს ფხენიანის ქმედება და შეშფოთება გამოთქვეს რეგიონში არსებული ვითარების გაუარესების გამო.
სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა ლი სუნ ჩჟინმა და ამ ქვეყანაში ამერიკული სამხედრო დაჯგუფებების სარდალმა, გენერალმა კერტის სკაპაროტიმ პირადი შეხვედრა გამართეს, სადაც კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ის სტრატეგიული ძალების განლაგების შესაძლებლობები განიხილეს.საუბარია ატომურ წყალქვეშა ნავებზე, ბომბდამშენებზე В-52 და გამანადგურებლებზე F-22, რომლებიც რადარებით აღმოჩენისგან დასაცავად „სტელსის“ ტექნოლოგიით არიან აღჭურვილები.