თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის ცენტრალური ტელევიზიის ეთერში, წყალბადის ბომბის წარმატებულო გამოცდაზე გააკეთა განცხადება. განცხადების ტრანსლირება სამხრეთ კორეის ტელევიზიებზეც მოხდა.
„დღეს წარმატებულად ჩატარდა წყალბადის იარაღის პირველი გამოცდა“, — განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ტელევიზიის დირექტორმა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეისათვის წყალბადის იარაღის ფლობა ისტორიული მოვლენაა.
მანამდე სამხრეთ კორეის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფხუნგერის სამხედრო პოლიგონის რაიონში, პროვინცია იანგანდოში ხელოვნურად გამოწვეული მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდამ 4,2 ბალი შეადგინა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეს მონაცემები 5 ბალს აღემატებოდა.
მანამდე ჩრდილოეთ კორეამ სამი ბირთვული გამოცდა ჩაატარა — 2006 წელს, 2009 და 2013 წლებში, რამაც მის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების ამოქმედება გამოიწვია.