თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik.საქართველოს რეგიონის მცხოვრებნი რომელთაც ძვირადღირებული პრეპარატი „ჰერცეპტინი“ ესაჭიროებათ ძუძუს კიბოს მკურნალობისათვის, ამისათვის მხოლოდ 20%-ს გადაიხდიან. ღირებულების დანარჩენ 80%-ს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გადაიხდის. მკურნალობის კურსის დროს, აღნიშნული პრეპარატი დღეში ერთხელ უნდა იქნეს გამოყენებული სამი კვირის მანძილზე. ერთი ამპულის ფასი 5 ათასი ლარია და მინიმუმ 13 ამპულაა საჭირო მკურნალობისათვის.
ჰერცეპტინზე ფასდაკლებების ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის და ამიტომ აქამდე ამ შეღავათით დედაქალაქის მცხოვრებნი სარგებლობდნენ.
წლის განმავლობაში საქართველოში ძუძუს კიბოს გამოვლენის 1300 შემთხვევა ფიქსირდება. გასულ და იმის წინა წელს, მკურნალობის ღირებულება დაახლოებით 80 ათას ლარს შეადგენდა. შემდეგ თვითონ მწარმოებელმა შეამცირა ფასი 50 ათასამდე“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, დღეისათვის ამ პრეპარატის სიძვირის გამო, მისი დახმარებით მკურნალობას პაციენტთა მხოლოდ 5-10% გადის. ჯანდაცვის სამინისროს ინიციატივით, მათი რიცხვი მალე გაიზრდება.
გარდა ამისა ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ, ქალებს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ჯგუფს მიეკუთვნებიან, საშუალება ექნებათ რაიონულ ადმინისტრაციებს მიმართონ 20%-იანი დაფინანსებისათვის.
ამ პროექტის განსახორციელებლად უწყება ყოველწლიურად 7 მილიონ ლარს გამოყოფს.