თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა და დიაგნოსტიკისათვის, საქართველოში ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი შეიქმნება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო საკვლევი ცენტრის ბაზაზე.
ახალი სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც 2016 წლის გაზაფხულზე გახსნიან, ისეთი ახალი აპარატურით იქნება აღჭურვილი, როგორიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა.
„საქართველოში ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მომსახურება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ამისათვის მათ საზღვარგარეთ წასვლა არ მოუწევთ“, — განაცხადეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
ახალ დეპარტამენტში გამოიყენებენ სხეულის შიდა ორგანოებისა და ქსოვილების კვლევის მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა შეფასდეს ორგანიზმის სხვადასხვა უბანზე ნივთიერებათა ცვლის ინტენსიურობა (პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიით - პეტ).
პეტ დიდ როლს თამაშობს ონკოლოგიაში. იგი მნიშვნელოვანია წარმონაქმნების დიაგნოსტიკისათვის. ონკოლოგიის გარდა, პეტ ასევე გამოიყენება ნევროლოგიასა და კარდიოლოგიაში.
ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი 2 გამა-კამერით, პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფით (PET/CT), სხივური თერაპიის კიდევ ერთი — ბოლო თაობის ამაჩქარებლითა და ბრაქითერაპიის აპარატით აღიჭურვება. ასეთი სიმძლავრის ტექნიკის კონცენტრაცია საქართველოში პირველი იქნება.