თბილისის მერია კიბოს მკურნალობას დააფინანსებს

© facebook.com/narmania.davidდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროგრამაში ჩაერთვებიან ის პირები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მონაცემთა ბაზაში 2016 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდნენ.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თბილისის მერია 1 თებერვლიდან ქალაქის მოსახლეობას ფინანსურ დახმარებას გაუწევს სარძევე ჯირკვლის კიბოს საწყისი სტადიის სამკურნალოდ.

მერია სოციალურად დაუცველ ავადმყოფებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 ათასს, სრულიად უფასოდ გადასცემს პრეპარატ ჰერცეპტინს, რომელიც სარძევე ჯირკვლის კიბოს საწყისი სტადიის მკურნალობისთვის გამოიყენება, ხოლო დანარჩენებს 80%-ით აუნაზღაურებს პრეპარატის ღირებულებას (150 მგ ჰერცეპტინის ერთი ამპულის ღირებულება საქართველოში 1200 ლარს აჭარბებს).

„ამ უპრეცედენტო პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს მკურნალობის ხარჯებს. პარალელურად, 40–45%-ით შეამცირებს რეციდივის რისკსა და გაზრდის მკურნალობის ეფექტურობას“, — მოჰყავს ქალაქის მერის, დავით ნარმანიას სიტყვები უწყების პრესსამსახურს

პროგრამაში ჩაერთვებიან ის პირები, რომლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მონაცემთა ბაზაში 2016 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდნენ. 

თბილისის მერია მკურნალობის ერთწლიან კურსს დააფინანსებს. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 3 მლნ ლარია. 


ყველა ახალი ამბავი
0