პარლამენტში გახმიანებულმა „დაუნმა“ პრეზიდენტი გააკვირვა, ხოლო საზოგადოება აღაშფოთა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиაქცია პარლამენტის წინ
აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილი იმდენად გააკვირვა ამ სიტყვამ, რომ ხელები გაშალა და გვერდით მჯდომ პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს კითხვით შეხედა.

თბილისი, 4 თებერვალი —Sputnik. დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ პარლამენტში წარმოთქმულმა სიტყვამ „დაუნი“ პრეზიდენტი მარგველაშვილი გააკვირვა, ხოლო საზოგადოება, მთავრობის წევრები და უფლებადამცველები აღაშფოთა. 

შეგახსენებთ: ოთხშაბათს პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატმა თოფაძემ ტრიბუნიდან გააკრიტიკა სახელმწიფოს მეთაური იმის გამო, რომ ის ცუდად არჩევს სიტყვებსა და გამონათქვამებს. კერძოდ, დეპუტატმა პრეზიდენტს იმის გამო უსაყვედურა, რომ მან ქართველი ხალხი დაუნის სინდრომით დაავადებულებს შეადარა. თუმცა სახელმწიფოს მეთაურს არასდროს წარმოუთქვამს ეს სიტყვა და ვერც ვერავინ სხვამ ვერ გაიხსენა მსგავსი შედარება პრეზიდენტის სხვა გამოსვლებიდანაც კი. 

„თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში, თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა, თქვენი ბგერა ანალიზდება. მინდა, მოგახსენოთ თქვენ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე.  შემიძლია დაგისახელოთ სად არის ეს. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ! ძალიან სამწუხაროა თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ ალბათ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში“, —განაცხადა გოგი თოფაძემ.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
გია ვოლსკიმ გოგი თოფაძეს პრეზიდენტისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა

პრეზიდენტი იმდენად გააკვირვა ამ სიტყვამ, რომ ხელები გაშალა და გვერდით მჯდომ დავით უსუფაშვილს კითხვით შეხედა. 

თოფაძის სიტყვებმა საზოგადოება, მთავრობის წევრები, ოპოზიცია და უფლებადამცველები აღაშფოთა. 

„ვფიქრობ, რომ ეს განცხადება,ალბათ,უფრო გაუაზრებელი იყო, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ყველანაირი დასაშვებობის ზღვარს სცდება. მე არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა იმ ბავშვს, რომელსაც საქმე ეხება, ანუ დაუნის სინდრომის მქონეს და მის მშობლებს, მე პირადად ვუხდი ბოდიშს. ყველა ამ ბავშვის უფლება, რომელიც თანასწორია კანონის წინაშე, უნდა იყოს დაცული“, — განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. 

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ხელმოწერების შეგროვება თოფაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით. 

„ეს ეხებოდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შეურაცხყოფას, ვინაიდან ეს ტერმინი გამოყენებული იქნა როგორც შეურაცხმყოფელი ტერმინი და მიემართებოდა საზოგადოებას. მე ვფიქრობ, რომ დროა ჩვენმა პარლამენტარებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ მსგავსი გამონათქვამების გამო და ეს აქცია, რომელიც დღეს გაიმართება, სწორედ ამ მოთხოვნით გაიმართება.  მე ვფიქრობ, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს გოგი თოფაძემ, მაგრამ მარტო ბოდიში საკმარისი არ არის. ჩვენ ვერ ვაიძულებთ ბატონ გოგის და ვერც სხვა პარლამენტარებს, რომ მანდატი დატოვონ. მან თვითონ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, — განაცხადა იურისტმა ბაია პატარაიამ.

გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში - Sputnik საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

ამასთან, დეპუტატმა გოგი თოფაძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ არავის შეურაცხყოფას არ აპირებდა და ბოდიშს იხდის საზოგადოების იმ ნაწილის წინაშე ვინც მისი სიტყვები არასწორად გაიგო. გარდა ამისა, პრეზიდენტის მიმართ თავისი პრეტენზიების დასადასტურებლად, თოფაძემ 2001 წელს გამოქვეყნებული მარგველაშვილის ინტერვიუ მოიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მარგველაშვილი პრეზიდენტი არ იყო. 

"გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორედ იყო აღქმული. მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალ "დრო მშვიდობა"-ში სათაურით "ნიჩურტა! — მე ქართველი ვარ" იქნა გამოქვეყნებული და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა“, — წერს თოფაძე. 

სტატიაში, რომელსაც გოგი თოფაზე ახსენებს, განათლებით ფილოსოფოსი, იმ დროისათვის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი (GIPA), საქართველოს მომავალი პრეზიდენტი წერს, რომ ქართველმა  ერმა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე იყო რუსეთის იმპერიის და შემდგომში საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ, ხელახლა იწყო ფორმირება მეოცე საუკუნის ბოლოს. აქედან გამომდინარე მარგველაშვილი დიაგნოზს სვამს:  „დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება — აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა…“


ყველა ახალი ამბავი
0