არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში
გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზოგადოების ნაწილი დაგეგმილი აქციით აპროტესტებს და „დისკრიმინაციულს“ უწოდებს დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებას პარლამენტში, რომელშიც მან საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გოგი თოფაძის მიერ ოთხშაბათს პარლამენტში  გაკეთებულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები დღეს პარლამენტის შენობასთან  გააპროტესტებენ. საპროტესტო აქცია, რომელიც 3 თებერვალს სოციალურ ქსელში დაიგეგმა, პარლამენტის შენობასთან 14:00 საათზე გაიმართება, იტყობინება ქართული მედია. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო
გია ვოლსკიმ გოგი თოფაძეს პრეზიდენტისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა

ოთხშაბათს, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, გოგი თოფაძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა: "ბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკა გამოვთქვა. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადადება ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე — თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახელობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ. ისიც უნდა გითხრათ, თქვენ გამოაცხადეთ, რომ მე არ შევალ იმ საძაგელ სასახელშიო, სადაც თქვენ დღეს ხართ. ამის განცხადების მერე, თქვენ დაგავიწყდათ, რომ ნათქვამი გქონდათ და ხალხმა დაიჯერა, რომ თქვენ იქ არ შეხვიდოდით", — განაცხადა თოფაძემ.

თავის მხრივ თოფაძის ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდანვე დაგმო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ. მან თოფაძეს თავის გამოსვლაში დასახელებული ფაქტების დაკონკრეტება და პრეზიდენტისათვის ბოდიშის მოხდა მოთხოვა.


ყველა ახალი ამბავი
0