გამოკითხვა: უკრაინელები პრემიერის პოსტზე სააკაშვილს ანიჭებენ უპირატესობას

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრემიერის პოსტზე არსენი იაცენიუკის მოღვაწეობას დადებითად 8% აფასებს. უკრაინელთა უმრავლესობა ამ თანამდებობაზე უპირატესობას ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილსა და ლვოვის მერს ანდრეი სადოვის ანიჭებებნ.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. გამოკითხვის შედეგები, რომელიც სოციოლოგიური კვლევის ჯგუფმა „რეიტინგმა“ გამოაქვეყნა მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინელების უმეტესობას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ნახვა სურს, გამოკითხულთა დაახლოებით 70% არსენი იაცენიუკის უკრაინის პორემიერის პოსტიდან გადადგომის მომხრეა. 

მარია გაიდარი - Sputnik საქართველო
მიხეილ სააკაშვილმა მარია გაიდარი თავის მოადგილედ დანიშნა

უკრაინის ხელისუფლებაში გასულ წელს ღიად საუბრობდნენ მთავრობაში აუცილებელი რეფორმების გატარების შესახებ, თუმცა მაშინ ხმამაღლა ითქვა, რომ პრემიერის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

ამასთან, უმაღლესი რადას დეპუტატების უმრავლესობა მინისტრთა კაბინეტის მუშაობით უკმაყოფილოა და იაცენიუკის გადადგომას მოითხოვენ. ამ ეტაპზე პოლიტიკოსები მოლაპარაკებებსა და დისკუსიებს მთავრობის რეფორმირების შესახებ აწარმოებენ, „უმრავლესობის“ რამდენიმე ფრაქცია კი პრემიერის გადადგომას მოითხოვს.

„უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადადგომას დაახლოებით 70% ემხრობა“, — ნათქვამია კვლევის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
პროკურატურამ წამების ფაქტებზე 200-მდე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გამოკითხვის თანახმად, იაცენიუკის მოღვაწეობას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 8% აფასებს. ამის ფონზე, უკრაინელთა დიდი მხარდაჭერა აქვთ  ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილსა დალვოვის მერს ანდრეი სადოვის, მათ ყოველი მესამე უკრაინელი უჭერს მხარს.

 „2016 წელს გამოკითხულთა 11%-ს სურვილი აქვს პრემიერად მიხეილ სააკაშვილი იხილოს, 7%- იულია ტიმოშენკოს ირჩევს, 6% — იური ბოიკოს, ხოლო 5% — იცენიუკს“, — აღნიშნულია განცხადებაში.

გამოკითხვაში, რომელიც 14-22 იანვრის ჩათვლით ჩატარდა, მონაწილეობა 18 წლის ზემოთ ასაკის უკრაინელებმა მოოღეს. ცდომილება დაახლოებით 2,3%-ია.


ყველა ახალი ამბავი
0