თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მრჩეველი მარია გაიდარი ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „უკრინფორმზე“ დაყრდნობით.
„ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას თავის მოადგილედ გაიდარის დანიშვნის შესახებ. ბრძანებულებით გათვალისწინებულია, რომ გაიდარი საქმიანობის სფეროები კვლავ სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები იქნება“, — ციტირებს სააგენტო ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის კომუნიკაციების განყოფილების თანამშრომლის სიტყვებს.
მარია გაიდარი — პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე — ცნობილი პოლიტიკოსის ეგორ გაიდარის შვილია. 2009-2011 წლებში კიროვის ოლქის ვიცე-გუბერნატორი იყო, მოგვიანებით ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი გახდა, რის შემდეგაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.