მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოროშენკომ მარია გაიდარს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა

© photo: Sputnik / Михаил Палинчак / გადასვლა მედიაბანკშიპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საზოგადო მოღვაწე მარია გაიდარი სოციალურ სფეროში მოადგილის თანამდებობაზე ოდესისი ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას დათანხმდა.

თბილისი, 4აგვისტო — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას მოქალაქეობის მინიჭების შესახებ და რუსეთის საზოგადო მოღვაწეს მარია გაიდარს და რუს ჟურნალისტს, „Forbes-Украина“-ს ყოფილ რედაქტორს ვლადიმირ ფედორინს უკრაინის პასპორტები გადასცა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მთავრობის ოფიციალურ გვერდზე დაყრდნობით.  

მანამდე მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მარია გაიდარის სოციალურ სფეროში თავის მოადგილედ დანიშვნა გადაწყვიტა. მარია გაიდარმა უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესახებ თანხმობა განაცხადა და შესაბამისად, შეთავაზებულ თანამდებობას დათანხმდა.

გაიდარის გადაწყვეტილებამ რუსეთში მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. კიროვის ოლქის გუბერნატორმა ნიკიტა ბელიხმა, რომლის მოადგილედაც გაიდარი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ ყოფილი ხელქვეითის გადაწყვეტილება დაპირისპირებაა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ.

 

ყველა ახალი ამბავი
0