ნინო ანანიაშვილი მოსკოვიდან თბილისში რეისით S7 ჩამოფრინდა

© Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ავიაკომპანია S7–ის კუთვნილი თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში დაგეგმილზე საათნახევრით გვიან ჩამოფრინდა.  

ეს სწორედ ის რეისია, რომლის ერთ–ერთმა მგზავრმაც პრესას თვითმფრინავის აფრენის წინ აალების შესახებ აუწყა, რაც კატეგორიულად უარყო კომპანიის ხელმძღვანელობამ და მომხდარი ტექნიკური გაუმართავობით ახსნა. 

თვითმფრინავი S7 - Sputnik საქართველო
დომოდედოვოს აეროპორტში "მოსკოვი-თბილისის" თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
 

თვითმფრინავის მგზავრებს თბილისში ნათესავები და ახლობლები ელოდებოდნენ, რომლებსაც განსაკუთრებული ღელვა არ ეტყობოდათ — იმ მომენტისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ პრობლემა მოგვარებული იყო და მგზავრები ახალი თვითმფრინავით მოფრინავდნენ. 

თვითმფინავის ბორტზე 138 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილიც. დაინახა რა აეროპორტში ჟურნალისტები, ანანიაშვილმა იფიქრა, რომ ეს მას ხვდებოდნენ და მეტად გაკვირვებული დარჩა, როდესაც პრობლემის თაობაზე უამბეს.  გაირკვა, რომ ფრენებს მიჩვეულ ბალერინას ყურადღება არც მიუქცევია სხვა ბორტზე გადაჯდომისა და რეისის დაყოვნებისთვის. 

„მთავარია, რომ ჩამოვფრინდით და ჩამოვფრინდით მშვიდობიანად. ჩვენ უბრალოდ სხვა თვითმფრინავში გადაგვსვეს“, — თქვა ანანიაშვილმა. 

მღელვარება არც სხვა მგზავრებსა თუ დამხვდურებს ეტყობოდათ. ჩამოფრენილთა უმრავლესობამ Sputnik–ის კორესპონდენტს განუცხადეს, რომ განსაკუთრებული არაფერი შეუნიშნავთ. 

„გვითხრეს, რომ თვითმფრინავი რაღაც ტექნიკური გაუმართაობის გამო უნდა შეგვეცვალა. ხალხი ცოტა კი განერვიულდა, მაგრამ პანიკა არ დაწყებულა, ყველა ადეკვატურად იქცეოდა. ჩვენც გადმოვედით, დაველოდეთ და ალბათ, ნახევარი საათის მერე ახალი თვითმფრინავი მოგვიყვანეს. ჩავსხედით და მშვიდად გამოვფრინდით. ყველა ყოჩაღად მოიქცა. და როგორც წესი, დაჯდომისას ტაშიც დავუკარით“, — თქვა მოსკოველმა მამაკაცმა, სახელად ანდრეიმ. 

მხოლოდ ერთი მგზავრი — ტატიანა მაგერა, რომელსაც მეჩვიდმეტე რიგში მარცხენა მხარეს ჰქონდა ადგილი, კვლავ განაგრძობდა მტკიცებას, რომ ალი მაშინ დაინახა, როდესაც ხომალდი ასაფრენ ზოლზე გადიოდა. 

„ჩვენი ადგილები მარცხენა მხარეს იყო და მარცხენა ფრთას ვხედავდით. ასაფრენი ზოლის ბაქანზე მივდიოდით, როცა მარცხენა ფრთის ქვემოდან ცეცხლის კაშკაშა ალი შევნიშნეთ. თუმცა ის მომენტალური, წამიერი იყო. თითქმის უკვე მისულები ვიყავით ასაფრენ ზოლთან, რომ კაპიტანმა ტექნიკური გაუმართაობის შესახებ გვაცნობა და გამოაცხადა, რომ ისევ აეროპორტში ვბრუნდებოდით. თვითმფრინავიდან ჩამოგვსვეს. არც საგანგებო მდგომარეობის სამინისტროს მანქანები იყო და არც კვამლი, მაგრამ ეს ხრახნი ძალიან უცნაურად ჭრიალებდა“, — ირწმუნებოდა მაგერა. 

Airbus-320 - Sputnik საქართველო
კომპანია S7-მა თვითმფრინავში ცეცხლის გაჩენის შესახებ ინფორმაცია უარყო
 

ამის პარალელურად, კომპანია S7–მა კატეგორიულად უარყო ეს თვითმფრინავის ძრავთან დაკავშირებული ვარაუდი და ბორტის გამოცვლისა და ფრენის შეყოვნების მიზეზად სისტემის ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

„თვითმფრინავი Airbus A320, რომელიც რეის S7-955 მოსკოვი–თბილისის შესასრულებლად ემზადებოდა, შესაძლო ტექნიკური გაუმართაობის მიზეზით, საწყის წერტილში დაბრუნდა. საჰაერო ხომალდს ასაფრენ ზოლზე გარბენი დაწყებული არ ჰქონდა. ინფორმაცია ძრავის აალების თაობაზე არასწორია“, — განაცხადა ავიაკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

S7 Airlines — რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც შიდა და საერთაშორისო რეისებს ასრულებს.


ყველა ახალი ამბავი
0