კომპანია S7-მა თვითმფრინავში ცეცხლის გაჩენის შესახებ ინფორმაცია უარყო

© photo: Sputnik / Александр Кряжев / გადასვლა მედიაბანკშიAirbus-320
Airbus-320 - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მოსკოვი-თბილისის“ რეისის თვითმფრინავი AirbusA320 ასაფრენად არ ემზადებოდა, ხოლო ინფორმაცია ძრავისთვის ცეცხლის გაჩენის თაობაზე სარწმუნო არ არის, განაცხადეს კომპანია S7-ში.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. კომპანია S7-ის ჯგუფი ინფორმაციას თვითმფრინავის ძრავასთან დაკავშირებით, რომელსაც თითქოს დომოდედოვოს აეროპორტში ცეცხლი გაუჩნდა, უარყოფს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავიაკომპანიაზე დაყრდნობით.

„თვითმფრინავს AirbusA320, რომელიც „მოსკოვი-თბილისის“ რეისის S7-955 შესასრულებლად ემზადებოდა, მიეწოდა ინფორმაცია შესაძლო ტექნიკური გაუმართაობის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით საწყის წერტილს დაუბრუნდა. საჰაერო ხომალდს ასაფრენ ბილიკზე ასაფრენად მზადება არ დაუწყია. ძრავისთვის ცეცხლის გაჩენაზე ინფორმაცია სარწმუნო არ არის“, — განაცხადა ავიაკომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 

დომოდედოვო - Sputnik საქართველო
დომოდედოვოს აეროპორტში თვითმფრინავში ცეცხლის გაჩენის ფაქტი თბილისში არ იციან

ამავდროულად, დომოდედოვოს აეროპორტში ავიაკომპანიის რეისის დაყოვნება დაადასტურეს, მაგრამ მიზეზის განმარტებაზე უარი თქვეს და ინფორმაციის მისაღებად ავიაკომპანიისთვის მიმართვა ურჩიეს. „მოსკოვი-თბილისის“ მარშრუტის რეისი  S7-955 დომოდედოვოს აეროპორტთან დაკავშირებული მიზეზების გამო არ შეცვლილა. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად რეისის დაყოვნების შესახებ საჭიროა ავიაგადამზიდის ოფიციალურ წარმომადგენლებს მიმართოთ“, — განაცხადეს დომოდედოვოს აეროპორტში.

აეროპორტის განრიგის თანახმად, რეისი თბილისის დროით 13:50 საათზე უნდა გაფრენილიყო. ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რომ ამ რეისის გაფრენა მოსკოვის დროით 14:15 საათზე სათადარიგო თვითმფრინავით AirbusA320 არის დაგეგმილი.

მანამდე რიგმა მედიამ თვითმხილველებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ რეისის დაყოვნების მიზეზი „ძრავისთვის ცეცხლის გაჩენა“ იყო.


ყველა ახალი ამბავი
0