პრეზიდენტი: საქართველომ პირდაპირი ინვესიციებისთვის კონკურენცია უნდა გაწიოს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელს განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გადინებაა მოსალოდნელი და ამასთან დაკავშირებით ინვესტიციებისთვის სერიოზული კონკურენცია იქნება. ამიტომ საქართველომ ინვესტორების მოსაზიდად ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. 2016 წელს განვითარებადი ბაზრებიდან პირდაპირი ინვესტიციებისთვის სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი, ამიტომ საქართველომ ინვესტორების მოსაზიდად ყველა თავისი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარდგა. საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის პირველი პირის გამოსვლას მთავრობის წევრები და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. პრეზიდენტის სიტყვითგამოსვლის შემდეგ ტრიბუნა საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებს დაეთმოთ, რომელთაც საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და ასევე სახელმწიფოს მეთაურის მოხსენებაზე. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერმა პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა: ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა

“ჩვენი რეგიონი დგას სერიოზული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე, ასეთი იყო 2015 წელი და 2016 წელს, ჩვენ ვიცით, რომ განვითარებადი ბაზრებიდან, სავარაუდოდ, იქნება კაპიტალის გადინება. ვიცით, რომ იქნება სერიოზული კონკურენცია პირდაპირი ინვესტიციების მიმართულებით და გამომდინარე იქიდან, რომ ამ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია შესაძლებლობების გამოყენება”, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფრაქციების ლიდერების გამოსვლის შეჯამებისას. 

პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი თვლის, რომ საქართველოს სატრანზოტო ფუნქცია სრულად არ აქვს ათვისებული

მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაატაროს და იზრუნოს მოსახლეობაზე.

„ამავე დროს, მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას, გავუფრთხილდეთ იმ ჯგუფებს, რომლებსაც განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა მიაყენა თუნდაც ლარის დევალვაციამ, თუნდაც სირთულეებმა ეკონომიკაში, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებამ 5 %-დან 3 %-მდე. მათი დაცვა არის სახელმწიფოს ვალდებულება“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა — ლარი 4,2%-ით გაუფასურდა.

 „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) ზრდა 2015 წელს 2,8% იყო (2014 წელს — 4,6%). საქართველოს ეროვნული ბანკის მოსაზრებით, ეკონომიკურ ზრდას, ძირითადად, გარე ფაქტორები აბრკოლებდა.


ყველა ახალი ამბავი
0