პრეზიდენტი: ძალადობა ერთობლივად უნდა დავგმოთ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში
გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჭიროა საზოგადოებრივი აზრის ერთობლივად შექმნა, რომ არაჰუმანური საქციელი სხვის მიმართ, დაჩაგვრის პოზიცია არის არა მარტო კულტურულად მიუღებელი, არამედ აბსოლუტურად უცხო ჩვენი ბუნებისათვის, - განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ძალადობა არსებობს საერთოდ საქართველოში და ჩვენში  ის არა მხოლოდ ქალების მიმართ ხორციელდებოდა, განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პარლამენტში დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ტრადიციული მოხსენებით გამოსვლისას.
„ეს ძალადობა ერთობლივად უნდა დავგმოთ და იმისთვის, რომ დათრგუნო რეალური ძალადობა, რეალური აგრესია, პირველ რიგში უნდა დათრგუნო ის, რაც იწვევს ამ აგრესიას. მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისათვის მთლიანობაში, არა მხოლოდ აგრესია, არამედ ყველაფერი, რაც იწვევს მას: შეუწყნარებლობა, დისკრიმინაცია, სტიგმატირება ან გულგრილობა”, — თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკოსებს მედიასთან მიმართებით „თვითშეზღუდვისკენ“ მოუწოდებს

გიორგი მარგველაშვილს აუცილებლად მიაჩნია ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის თითოეულ შემთხვევაზე სათანადო რეაგირება და ამას უნდა ახდენდნენ სამართალდამცავი სტრუქტურები, თუმცა მისი თქმით,  ამით საკითხი არ გადაწყდება.
„აქაც საზოგადოება და სამართალდამცავი სტრუქტურები, ისევე როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, ერთ პოზიციაზე უნდა იდგნენ. საჭიროა  საზოგადოებრივი აზრის ერთობლივად შექმნა, რომ არაჰუმანური საქციელი სხვის მიმართ, დაჩაგვრის პოზიცია არის არა მარტო კულტურულად მიუღებელი, არამედ აბსოლუტურად უცხო ჩვენი ბუნებისათვის, იმისთვის, რასაც ჩვენ ჩვენს წარსულს, ჩვენს იდენტობას ვარქმევთ”, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა სასამართლოს რეფორმირების კუთხით რამდენიმე ინიციატივა წამოაყენა

მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პარლამენტში ესწრებოდა საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0