პრეზიდენტი: საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა

© photo: Sputnikსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო არ დაიშურებს ძალისხმევას ალიანსში გასაწევრიანებლად და ეს არის ქვეყნის სტრატეგიული მიზანი.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოს უსაფრთხოების პრიორიტეტად ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

„ჩვენ გამოვიყენებთ ნატოს მიერ მოცემულ ყველა ინსტრუმენტს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაღრმავებლად და ამასთან ერთად, იმ რთულ ვითარებაში, რომელიც არსებობს, გავაგრძელებთ ძალისხმევას საქართველოს ალიანსში გასაწევრიანებლად“, — თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა დაიწყო

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს არის სტრატეგიული მიზანი, რომელსაც საქართველო ახორციელებს.
„ამ მიზნის კვალობაზე ჩვენ არა მარტო პოლიტიკურად ინტეგრაციისკენ ვმოღვაწეობთ, არამედ ყოველდღიურად ვზრდით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, სწორედ ნატოს სტანდარტების შესაბამისად და სწორედ ნატოს პარტნიორებთან თანამშრომლობით“, — აღნიშნა ქვეყნის მთავარსარდალმა.
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: რუსეთს ეკონომიკური ბერკეტების პოლიტიკური მიზნით გამოყენება სურს

პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში ესწრება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და მთავრობის სხვა წევრები.
აქამდე მთავრობა, მარგველაშვილისა და ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის არამდგრადი ურთიერთობების ფონზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლებს არ ესწრებოდა.
საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტის 150 დეპუტატიდან რეგისტრაცია 107-მა გაიარა.

ყველა ახალი ამბავი
0