რეგიონში ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო გამოირჩევა

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მემკვიდრეობის ფონდის“ აზრით, საქართველო, შემცირა რა გადასახადები, კორუფციის დონე და ასევე სარეგულაციო ნორმები, ლიდერად იქცა ეკონომიკურ საკითხებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. „უპირატესად თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნების“ მსოფლიო რეიტინგში საქართველო 23-ე პოზიციაზეა. ეს, ამერიკის კვლევითი ცენტრის „მემკვიდრეობის ფონდის“ (TheHeritageFoundation) მონაცემების თანახმად, გასულ წელთან შედარებით, ერთი პუნქტით დაწეული მაჩვენებელია. 

თბილისი - Sputnik საქართველო
FreedomHouse-ის ვერსიით საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა

„მემკვიდრეობის ფონდმა“ და ამერიკულმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნალმა“ ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნეს — 2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ინდექსის შედგენისას 178 სახელმწიფოს მაჩვენებლები გაითვალისწინეს. 

კვლევის თანახმად, საქართველოს რეიტინგმა გასულ წელთან შედარებით შემდეგი მაჩვენებლებით დაიწია: მეწარმეობის თავისუფლების რეგულირების ეფექტურობა,  შრომის თავისუფლება და მონეტარული თავისუფლება. 

ევროპის მასშტაბით საქართველო მე-12 ადგილზე განთავსდა, რაც ასევე 1 პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია გასულ წელთან შედარებით. 

ამის პარალელურად, საქართველო, შემცირა რა გადასახადები, კორუფციის დონე და ასევე სარეგულაციო ნორმები,  ლიდერად იქცა ეკონომიკურ საკითხებში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ნათქვამია ანგარიშში.  

Doing Business 2016 - Sputnik საქართველო
საქართველომ Doing Business 2016–ის რეიტინგში 24–ე ადგილი დაიკავა

საქართველოს მეზობელი სახელმწიფოები „ზომიერად თავისუფალი ეკონომიკის“ ქვეყნების ჩამონათვალში შედიან. სომხეთი 54-ე ადგილზეა, თურქეთი — 79-ე, აზერბაიჯანი — 91-ზე. რუსეთი კი „უპირატესად არათავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების“ ჯგუფში მოხვდა და 153-ე პოზიცია დაიკავა. 

სიას სათავეში წელსაც ჰონკონგი უდგას, რომელიც შარშანაც ლიდერი იყო. პირველ სამეულში ასევე შედიან სინგაპური და ახალი ზელანდია. 

ცუდი მაჩვენებლები აქვთ: ჩრდილოეთ კორეას (178-ე ადგილი), კუბას (177) და ვენესუელას (176). ამ ქვეყნებმა ბოლო სამი ადგილი დაიკავეს და უკრაინისა (162) და ბელარუსის (157) მსგავსად, „რეპრესირებული ეკონომიკის ქვეყნების“ ჯგუფში მოხვდნენ. 

ეკონომიკის თავისუფლების ხარისხი ათი მაჩვენებლის საშუალო არითმეტიკულით იანგარიშება. ესენია: ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსური სექტორის, ინვესტიციების, შრომის, მონეტარული და ფისკალური თავისუფლება, საკუთრების უფლების გარანტია, ბიუროკრატიული აპარატის ზომა და კორუფციისგან დაცვის ხარისხი. ასე რომ, „აბსოლუტურად თავისუფალი“ ეკონომიკის ქვეყანას ჯამში 100 ქულა უგროვდება, ხოლო პრინციპულად არათავისუფალს — ნული. 


ყველა ახალი ამბავი
0