საქართველოში არაყზე ფასი იზრდება

© photo: Sputnik / Алексей Никольский / გადასვლა მედიაბანკშიალკოჰოლური პროდუქცია
ალკოჰოლური პროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალკოჰოლური პროდუქციის დისტრიბუტორებს აქამდე შარშანდელი მარაგები ჰქონდათ, მაგრამ ახალი პარტიის შემოტანის შემდეგ, ფასი აქციზის გაზრდის გამო - გაიზრდება.

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სპირტიანი სასმელები საქართველოში ძვირდება — თებერვალში არაყზე ფასები ერთ ლიტრზე დაახლოებით 2 დოლარზე მეტად გაძვირდება, უთხრეს Sputnik-ს კომპანია „ფბ დისტრიბიუშენში“. 

1 იანვრიდან აქციზური გადასახადი ეთილის სპირტსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე პრაქტიკულად ორჯერ გაძვირდა.  გადასახადის გაზრდის მიზანი, ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე სააქციზო მოსაკრებლის ოპტიმიზაციაა,  - ამბობენ საქართველოს მთავრობაში. 

თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან თამბაქოს ნაწარმსა და სპირტიან სასმელებზე აქციზი გაიზარდა

„გაზრდილი სააქციზო მოსაკრებელი ადგილობრივი მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის ერთნაირად, ძალაში 1 იანვარს შევიდა.  იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ არ გვქონდა შეძენილი პროდუქციის ახალი პარტია, ფასები მხოლოდ 1-1.5 ლარით გაიზარდა. მაგრამ თებერვლიდან ფასი გაიზრდება და კერძოდ ნაც=ხევარ ლიტრიანი ბოთლი დაახლოებით 2,5 ლარით მეტი ეღირება“, — განაცხადა სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ჭოლობარგიამ. 

 2015 წლის 11 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად,  2016 წლის 1 იანვრიდან  ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო  სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა,ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება —  10 ლარამდე 1 ლიტრზე. მოქმედი კანონმდებლობით, სააქციზო მოსაკრებელი ეთილის სპირტზე 1 ლიტრზე 5,2 ლარს შეადგენს. 

Продажа вина в Москве - Sputnik საქართველო
საქართველოში ზოგიერთ სპირტიან სასმელზე აქციზი 35%-ით შემცირდება

ამავე დროს, 2016 წლიდან სააქციზო გადასახადი სპირტიან სასმელებზე რომლებიც ხილის ან ყურძნის საფუძველზეა დამზადებული, საქართველოშოი 35%-ით შემცირდა. ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 იანვრიდან, 1 ლიტრ სასმელზე აქციზის გადასახადი 9,2 ლარის ნაცვლად 6 ლარი გახდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0