ოპოზიცია პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში დებატებს ითხოვს

გამოწერა
ოპოზიცია პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, დებატების გამართვას მოითხოვს, იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავიანთი პოზიციის დაფიქსირება შეძლონ.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ,  აუცილებელია პარლამენტში დებატების გამართვა, თვლის ოპოზიციური ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატი ზურაბ აბაშიძე. 

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დროს გაიმართება. 

„რა თქმა უნდა დებატების ფორმატი აუცილებელია იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. ასევე პრინციპიალურად მიმაჩნია, რომ გამოსვლას მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ“, — უთხრა აბაშიძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ყველაზე მთავარზე ისაუბრებს

იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მთავრობის წევრებიც უნდა ესწრებოდნენ, ასევე ისაუბრა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ოპოზიციონერმა ზურაბ ჯაფარიძემ. ამასთან მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა განსაკუთრებით უნდა გაამახვილოს ყურადღება ეკონომიკურ საკითხებზე. 

„რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ იყოს დებატები, იმისათვის, რომ პარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ“, — თქვა ჯაფარიძემ „იმედის“ ეთერში.

საქართველოს პარლამენტი ქუთაისში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში გამოვა
 

საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისი წინამორბედისაგან განსხვავებით, მზადყოფნა გამოთქვა სახელმწიფოს მეთაურის ყოველწლიურ გამოსვლას დაესწროს. 


ყველა ახალი ამბავი
0