თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში 3 თებერვალს გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია სამშაბათს, 2 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება, აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.
საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მეთაურის გამოსვლაზე დასწრების მზადყოფნა გამოთქვა.