ლარის გაუფასურება ტურისტებისთვის ხელსაყრელია

© courtesy of Vakho Naverianiиსვანეთის ხედები
სვანეთის ხედები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარის გაუფასურება, უკეთესი მიზეზია ქვეყანაში ტურისტების შემოსასვლელად, ვინაიდან 1 დოლარში ისინი ამჯერად გაცილებით უფრო მეტს იყიდიან, ვიდრე 1 ან 2 წლის წინ, - თვლის კვარაცხელია.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის გაუფასურებული ეროვნული ვალუტა ხელსაყრელია,- თვლის ექსპერტი ტურიზმის საკითხებში ნიკა კვარაცხელია. 

„ლარის გაუფასურება, ეს არის უკეთესი მიზეზი ქვეყანაში ტურისტების შემოსასვლელად, ვინაიდან 1 დოლარში ისინი ამჯერად გაცილებით უფრო მეტს იყიდიან, ვიდრე 1 ან 2 წლის წინ.  ტურისტი არ აგებს ამ შემთხვევაში, ვაგებთ ჩვენ“- თვლის ნიკა კვარაცხელია. 

ვარძია - Sputnik საქართველო
მთავრობა ტურიზმის შემოსავლების სამჯერ გაზრდას გეგმავს
  

მისი თქმით, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ღარიბი ქვეყნები ტურიზმისთვის მიმზიდველია, „ასე რომ არ იყოს ინდოეთს და ეგვიპტეს ამდენი ტურისტი არ ეყოლებოდა“-თვლის ექსპერტი. ნიკა კვარაცხელიას აზრით საქართველოში დიდ ფულს არც მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები ტოვებენ. 

„90%  ტურისტების შემოდის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. ამ ქვეყნებში რა თქმა უნდა კრიზისი არის, მაგრამ ის ტურისტები თუ ვიზიტორები რისთვისაც შემოდიოდნენ, იმ მიზნებისთვის ისევ შემოვლენ, ვინაიდან აქ ისინი განსაკუთრებულ ხარჯებს არ ეწეოდნენ და დიდ ფულს არ ტოვებდნენ“ —აღნიშნა ექსპერტმა.  

მცხეთა - Sputnik საქართველო
საქართველოს რუსეთის წამყვანი ტუროპერატორები ეწვივნენ

ტურიზმის განვითარების პერსპექტივები, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსის ხარჯვის ეფექტურობა, ღონისძიებების კალენდარი და გაძლიერებული კამპანია ვიზიტორთა მოსაზიდად — ტურისტული სექტორის პრიორიტეტები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ტურისტთა მოსაზიდად საჭიროა კამპანიის გაძლიერება, ასევე უნდა შემუშავდეს წლის ღონისძიებათა კალენდარი, რათა უქმე დღეებში და დღესასწაულებზე თბილისი ვიზიტორებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.

ყველა ახალი ამბავი
0