საქართველოს რუსეთის წამყვანი ტუროპერატორები ეწვივნენ

© Telegraphმცხეთა
მცხეთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ტუროპერატორებმათბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს და ასევე ეწვივნენ სიღნაღს, ყვარელს, წინანდალს, მცხეთას, გუდაურს, ყაზბეგს, ბორჯომსა და ბაკურიანს.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. რუსეთის ოცზე მეტი წამყვანი ტუროპერატორისა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ და ქვეყნის პოტენციალს გაეცნენ. 

ვარძია - Sputnik საქართველო
მთავრობა ტურიზმის შემოსავლების სამჯერ გაზრდას გეგმავს

საინფორმაციო ტურის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ისტორიული უბნები და ასევე ეწვივნენ სიღნაღს, ყვარელს, წინანდალს, მცხეთას, გუდაურს, ყაზბეგს, ბორჯომსა და ბაკურიანს, — იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

რუსეთის კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, რა დროსაც ერთობლივი ტურისტული პაკეტების შემუშავების გეგმები განიხილეს. 

დღეისათვის რუსეთი მეოთხე ადგილზეა საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მხრივ. 2015 წელს ქვეყანას 925 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია რუსეთიდან, რაც 14%-ით ჭარბობს 2014 წლის მაჩვენებელს. 


ყველა ახალი ამბავი
0