მთავრობა ტურიზმის შემოსავლების სამჯერ გაზრდას გეგმავს

© photo: Sputnik / Besik Pipiaვარძია
ვარძია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრატეგია წარმოადგენს ტურიზმის ფასეულობისა და მნიშვნელობის ამაღლების ათწლიან გეგმას ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის.

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik.  „საქართველოს ტურიზმის განვითარების სტრატეგია — 2025“ ითვალისწინებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას მთლიან შიდა პროდუქტში დღეს არსებული 1.8 მლრდ აშშ დოლარიდან 5.5 მლრდ აშშ დოლარამდე წელიწადში, აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების გეგმის განხილვილვასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზე.   

საქართველოში ეროვნული ტურიზმის განვითარების სტრატეგიული გეგმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით მოამზადეს. სტრატეგიის მიზანია ეკონომიკის, ქვეყნის განვითარება და ტურიზმის  მნიშვნელოვანი ზრდა. 

დოკუმენტში პრიორიტეტი ენიჭება ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიულ ზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, აღნიშნა მინისტრმა.

„მინდა აღვნიშნო, რომ პრაქტიკულად გვინდა, რომ გაორმაგდეს დასაქმებულთა რაოდენობა ტურიზმში და ტურიზმთან მიმდებარე სექტორებში“ — განაცხადა ქუმსიშვილმა.

სტრატეგია წარმოადგენს   ტურიზმის ფასეულობისა და მნიშვნელობის ამაღლების ათწლიან გეგმას ქვეყნის ეკონომიკისა და მისი მოსახლეობისთვის. 

ის შემუშავდა მთავრობის კერძო სექტორთან თანამშრომლობით დარგის მდგრადი მომგებიანობის და ზრდის  უზრუნველსაყოფად და სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობების მაქსიმალურად გასაზრდელად. 

ტურიზმის ეროვნული სტრატეგია 2025 წლამდე ქვეყანაში სექტორის წარმოების ხედვას ითვალისწინებს და ქმედებების 5–წლიან გეგმას მოიცავს.

2015 წლის იანვარ–ნოემბერის პერიოდში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,9%–ით გაიზარდა და 5 მლნ 431 ათას 723 ადამიანი შეადგინა.


ყველა ახალი ამბავი
0