2015 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2,8% შეადგინა

გამოწერა
მშპ-ს ზრდამ საქართველოში 2015 წელს 2,8% შეადგინა. 2014 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 4,6 % იყო. ეროვნული ბანკი თვლის, რომ ეკონომიკურ ზრდას აფერხებდა ძირითადად საგარეო ფაქტორები.

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. 2015 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  2,8% შეადგინა, იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქატატი“.

2014 წელს „საქსტატის“ანგარიშების თანახმად, მშპ-ს ზრდამ 4,6% შეადგინა. 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში - Sputnik საქართველო
დავოსში პრემიერმა საქართველოს ეკონომიკურ უპირატესობებზე ისაუბრა

ეროვნული ბანკის მასალების თანახმად, ეკონომიკურ ზრდას აფერხებდა ძირითადად საგარეო ფაქტორები. 

"რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ნეგატიურად აისახება საქონლისა და მომსახურების ექსპორტზე. წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო შიდა მოხმარებასთან, რომელიც შესუსტებულია ფულადი გადარიცხვების შემცირებისა და უცხოურ ვალუტაში გაცემული კრედიტების მომსახურების ტვირთის გამო", — იტყობინება ეროვნული ბანკი. 

დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,3% შეადგინა.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
ექსპერტი: განვითარების რესურსები ქვეყნის შიგნით უნდა ვეძებოთ
 

2015 წლის დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 875,2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 258,4 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის ნოემბრის მაჩვენებელს.  

2015 წლის დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა 922,1 მილიონი ლარი შეადგინა, იმ დროს, როცა 2015 წლის ნოემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 647,8 მილიონი ლარი იყო. 


ყველა ახალი ამბავი
0