სომხეთი და ირანი ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Stanislav Savinსატვირთო კონტეინერები
სატვირთო კონტეინერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ ბომბეიდან ორი კონტეინერი ირანის, სპარსეთის ყურის, სომხეთის გავლით შავ ზღვამდე, ხოლო იქიდან ევროპაში გადაიტანონ და კონკრეტული ფასი დააფიქსირონ.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. შეთანხმებას ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ თეირანში სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის გაგიკ ბეგლარიანის მიერ ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს. ახალი დერეფანი ინდოეთს ევროპასთან ირანის, სომხეთის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით დააკავშირებს.

 „ჩვენი გათვლებით, ეს გზა უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე გზა აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით. ირანზე გამავალი ყველა ტვირთის გატანას, რომელიც ევროპისკენ ან რუსეთისკენ მიემართება,  შევეცდებით საავტომობილო ტრანსპორტით ერასხამდე, ერასხიდან მატარებლით ფოთამდე, ხოლო ფოთიდან უკვე ბორნით ევროპაში გავალთ“, — განაცხადა ბეგლარიანმა რადიო „აზათუთიუნთან“ (რადიო „თავისუფლების“ სომხური სამსახური) ინტერვიუში.

ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
სტამბოლში ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის პრეზენტაცია გაიმართა

მისი თქმით, ამ გზის სომხეთის ტერიტორიაზე გავლის უზრუნველყოფისთვის, წელს ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალის სიუნიქისა და ვაიოცძორის მონაკვეთების მშენებლობა იწყება. მაგისტრალის ეს მონაკვეთი ქალაქ აგარაკს ერასხის რკინიგზას დაუკავშირებს, რომელსაც სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოს შავი ზღვის პორტებთან აქვს.

„შევთანხმდით, რომ ბომბეიდან ორი კონტეინერი ირანის, სპარსეთის ყურის, სომხეთის გავლით შავ ზღვამდე, ხოლო იქიდან ევროპის რომელიმე ქალაქამდე გადაიტანონ და კონკრეტული ფასი დააფიქსირონ“, — განაცხადა ბეგლარიანმა და დასძინა, რომ ასევე შეთანხმდნენ, ტრანზიტის ფასის დასაზუსტებლად, სომხეთიდან ორი ავტომანქანა ირანისა და ერაყის ტერიტორიაზე გააგზავნონ, რათა ამ მარშრუტის ამოქმედებაც შესაძლებელი იყოს.

სატვირთო კონტეინერები, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ჩინეთი უკრაინის წინადადებას ტვირთების ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვაზე მხარს უჭერს

ბეგლარიანი ერთი კვირის წინ თეირანში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ესკაგ ჯაჰანგირისა და კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრს მაჰმუდ ვაეზის შეხვდა. მან განაცხადა, რომ ირანის მხარესთან ხელი მოეწერა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროსთან დაკავშირებულ ოთხ მემორანდუმს. „ჩვენ მათ ინტერნეტის, პირდაპირის კავშირის სფეროებში დავეხმარებით“, — აღნიშნა ბეგლარიანმა.

მინისტრის განცხადებით, ირანულ მხარეს ახალი სარკინიგზო მარშრუტი წარედგინა, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს: მეგრი — ვაიოცძორი — სევანის ვარიანტის ნაცვლად წარდგენილია ვარიანტი — მეგრი — ვაიოცძორი — ერასხი. მისი თქმით, შემდეგ კვირაში ერევანში, ახალი ვარიანტის შესასწავლად, ირანელი სპეციალისტები ჩავლენ. 

ყველა ახალი ამბავი
0