სტამბოლში ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის პრეზენტაცია გაიმართა

© photo: Sputnikნავთობის ტრანსპორტირება
ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმებები ჩინეთიდან ევროპაში პირველი სადემონსტრაციო მატარებლისა და რეგულარული საკონტეინერო სერვისის გაშვებასთან დაკავშირებით.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. სტამბოლში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ჩინეთი-თურქეთი-ევროპის შესაძლებლობებისა და პერსპექტივების პრეზენტაცია გაიმართა, — იუწყება სს „საქართველოს რკინიგზა“.

პრეზენტაცია მრგვალი მაგიდის ფორმატში, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს და თურქულენოვან სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს მხარდაჭერით, ყოველწლიური საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური გამოფენის «Logitrans» ფარგლებში ჩატარდა. 

რკინიგზა - Sputnik საქართველო
საქართველო და ჩინეთი საკონტეინერო ბლოკ მატარებლის პროექტს განავითარებენ

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და ლიტვის მსხვილი სატრანსპორტო–ლოგისტიკური ოპერატორების წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები გაეცნენ პროექტს და აღნიშნეს ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობა. მათი აზრით, ტრანსკასპიურ მარშრუტს დიდი ტრანზიტული პოტენციალი აქვს. ტრანსკასპიური მარშრუტით ტრანზიტის ზრდის ძირითად წერტილს ჩინეთიდან თურქეთში და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გადაზიდვები წარმოადგენს.  

თურქული მხარის წარმომადგენლებმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების პროექტში მონაწილეობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმებები ჩინეთიდან ევროპაში პირველი  სადემონსტრაციო მატარებლისა და რეგულარული საკონტეინერო სერვისის გაშვებასთან დაკავშირებით. 

 

ყველა ახალი ამბავი
0