მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საქართველო და ჩინეთი საკონტეინერო ბლოკ მატარებლის პროექტს განავითარებენ

© photo: Sputnik / Igor Mixalev / გადასვლა მედიაბანკშირკინიგზა
რკინიგზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებელი საშუალებას იძლევა ხუთჯერ შემცირდეს სატრანზიტო დრო. ამ მარშრუტზე საზღვაო ხაზის გამოყენებით, კონტეინერის ტრანსპორტირებისთვის 45-დან 60 დღემდეა საჭირო.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ჩინეთ-საქართველოს შორის მოძრავი საკონტეინერო ბლოკ მატარებლის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. „საქართველოს რკინიგზაში“ გამართულ შეხვედრაზე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ, ჩინეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა შაო იუ ლონგმა და ქალაქ კვიტუნის მერმა ჩენჯ დი კუნსმა. 

 პირველი სამატარებლო გადაზიდვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით კომპანია WELL-ის (Worldwide Energy Logistics Ltd.) და Kedentranservice-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში 2015 წლის თებერვალში განხორციელდა.

 სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან საქართველოში რეკორდულ დროში, ცხრა დღეში ჩამოვიდა. 

 „საქართველოს რკინიგზა“ იტყობინება, რომ ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებელი საშუალებას იძლევა ხუთჯერ შემცირდეს სატრანზიტო დრო. აღსანიშნავია, რომ ამ მარშრუტზე, საზღვაო ხაზის გამოყენებით, კონტეინერის ტრანსპორტირებისთვის 45-დან 60 დღემდეა საჭირო.

 პროექტი განხორციელდა საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის  რკინიგზების და ჩინეთის სინცზიანის პროვინციის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. 

 პერსპექტივაში კომპანიას დაგეგმილი აქვს ერთი საკონტეინერო ბლოკ მატარებლის გადაზიდვების განხორციელება ჯერ ორ კვირაში ერთხელ, მერე კი ყოველკვირეულად. ეს მისცემს საშუალებას ტვირთების მფლობელებს ისარგებლონ რეგულარული და გარანტირებული სახაზო სერვისით. საქართველოს გავლით ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირება საქართველოზე გამავალი რკინიგზის და ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობის საუკეთესო მაგალითია.  

 ამ პროექტის განხორციელება, გაზრდის როგორც საქართველოს რკინიგზის ასევე ნავსადგურების ტვირთბრუნვას და ქვეყნის ეკონომიკას დამატებით შემოსავალს მოუტანს მხოლოდ ერთი მიმართულებით დაახლოებით 100-120 მილიონი დოლარის ოდენობით.

მომავალში ამ ბლოკ მატარებლების ამუშავება ორივე მიმართულებით (ჩინეთი- საქართველო, თურქეთი-ყაზახეთი) გააორმაგებს ამ ციფრებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0