ჩინეთი უკრაინის წინადადებას ტვირთების ტრანსკასპიური მარშრუტით გადაზიდვაზე მხარს უჭერს

© photo: Sputnik / Stanislav Savinსატვირთო კონტეინერები, არქივის ფოტო
სატვირთო კონტეინერები, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საუბარია რუსეთის გვერდის ავლით „აბრეშუმის გზაზე“. რუსეთმა 1 იანვრიდან უკრაინას დსთ–ის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედება შეუჩერა და საბაჟო მოსაკრებელი დააწესა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ჩინეთი ტვირთის ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვის თაობაზე უკრაინის მიერ შეთავაზებულ მარშრუტს (რუსეთის გვერდის ავლით),როგორც „აბრეშუმის გზის“ ეკონომიკური სარტყლის მშენებლობის ფარგლებში ვაჭრობის შემოღების ერთ-ერთ ვარიანტს, მიესალმება, განაცხადა ორშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა.

მანამდე აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, საქართველომ და უკრაინამ ხელი მოაწერეს ოქმს კონკურენტუნარიანი შეღავათიანი ტარიფების შესახებ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით — ე. წ. აბრეშუმის გზით, რუსეთის გვერდის ავლით, ტვირთის გადაზიდვის თაობაზე. 

 „რა შეეხება უკრაინული მხარისა და სხვა ქვეყნების წინადადებას ახალი სატრანსპორტო მარშრუტის შესახებ, ჩინური მხარე ასევე მიესალმება“, — განაცხადა ხუა ჩუნინმა კითხვაზე პასუხისას.

რკინიგზა - Sputnik საქართველო
საქართველო და ჩინეთი საკონტეინერო ბლოკ მატარებლის პროექტს განავითარებენ

მან ასევე აღნიშნა უკვე არსებული სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა, რომელთაგან ერთ-ერთი ტრანსციმბირულ მაგისტრალზე გადის.

რუსეთმა 1 იანვრიდან შეუჩერა უკრაინას დსთ–ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მოქმედება და საბაჟო მოსაკრებელი დააწესა ევროკავშირიდან ნაკადად წამოსული დაუბეგრავი საქონლისგან საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით. ამას გარდა, უკრაინას კვების პროდუქტებზე ემბარგოც დაუწესა, როგორც ანტირუსული სანქციებისთვის მხარდამჭერ ქვეყანას. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, უკრაინიდან ყაზახეთში სატვირთო გადაზიდვები რუსეთის გავლით მხოლოდ ბელარუსის ტერიტორიიდან უნდა განხორციელდეს და თანაც მხოლოდ სანავიგაციო სისტემა „გლონასის“ მეშვეობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0