პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს

© photo by Alexander Imedashvili, NEWSGEORGIAგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2015 წლის 23 დეკემბერს, ყველასთვის მოულოდნელად, თანამდებობის დატოვებისა და პარტიული საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. 

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
ახალი თავმჯდომარის არჩევამდე "ქართულ ოცნებას" პოლიტსაბჭო ხელმძღვანელობს

განცხადება ამასთან დაკავშირებით პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„გუშინ მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ წევრი გახდება. დღეს გამართულ შეხვედრაზე კი პოლიტსაბჭოს წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პარტიის თავმჯდომარედ გიორგი კვირიკაშვილი წარადგინონ“, — განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.

"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2015 წლის 23 დეკემბერს, ყველასთვის მოულოდნელად, თანამდებობის დატოვებისა და პარტიული საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. 29 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ ახალ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
მინისტრი: პრემიერი "ქართულ ოცნებას" გააძლიერებს

ამ დღებში გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომიგი აპირებს პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდეს.  

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, მმართველ პარტიას პოლიტსაბჭო ხელმძღვანელობს. ექსპრემიერ ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ფორმალურად აქვს შენარჩუნებული. „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ახალ თავმჯდომარეს პარტიის ყრილობაზე აირჩევს.

პარტია  „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოთხ სხვა პარტიასთან ერთად,  კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა.

ახალ ლიდერს ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც 2016 წლის გაზაფხულზე გაიმართება.


ყველა ახალი ამბავი
0