მინისტრი: პრემიერი "ქართულ ოცნებას" გააძლიერებს

© https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgiaიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრს მიიღებს არა როგორც პარტიის წევრს არამედ აირჩევს მას როგორც თავმჯდომარეს, ეს ალბათ კარგი გადაწყვეტილება იქნება - თვლის თეა წულუკიანი.

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დადებითად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ. 

ხუთშაბათს, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდეს.  საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიით თავმჯდომარის პოსტი ფორმალურად შეინარჩუნა. ახალ ლიდერს ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც 2016 წლის გაზაფხულზე გაიმართება.

რა? სად? როდის? გადაღებების მსვლელობისას. საარქივო ფოტო. - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ „რა? სად? როდის?“ წევრებს თავის რიგებში იწვევს
 

„თუ პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ წევრი გახდება, ეს რა თქმა უნდა პარტიას გააძლიერებს… თუ „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრს მიიღებს არა როგორც პარტიის წევრს არამედ აირჩევს მას როგორც  თავმჯდომარეს, ეს ალბათ კარგი გადაწყვეტილება იქნება. თუმცა როგორც თვითონ ბატონმა გიორგიმ თქვა, გადაწყვეტილებას თავმჯდომარეზე ყრილობა მიიღებს“, განაცხადა წულუკიანმა ბრიფინგზე  ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ეთერში. 

პარტია  „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ოთხ სხვა პარტიასთან ერთად,  კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრია, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0