თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, პოლიტსაბჭო ხელმძღვანელობს, იუწყება ქართული მედია ოთხშაბათს, 6 იანვარს.
მართველ პარტიას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2015 წლის 23 დეკემბერს, ყველასთვის მოულოდნელად, თანამდებობის დატოვებისა და პარტიული საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. 29 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ ახალ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა.
ექსპრემიერ ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ფორმალურად აქვს შენარჩუნებული. „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ახალ თავმჯდომარეს მმართველი პარტია 2016 წლის გაზაფხულზე, პარტიის ყრილობაზე აირჩევს.
თუ ვინ იქნება მმართველი პარტიის თავმჯდომარე ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
უფრო ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას გეგმავდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
თავად ღარიბაშვილმა ჟურნალისტს სამომავლო გეგმებზე კითხვისას განუცხადა, რომ თავდაპირველად დასვენებას აპირებს.