მედია: ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ კოალიციას ტოვებს

გამოწერა
მანამდე საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი და მმართველი კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ოთხშაბათს პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს და კოალიციის საარჩევნო სიის პირველ ნომრად ყოფნაზეც უარს აცახდებს, იუწყება ქართული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

მანამდე საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი და მმართველი კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო.

ანონიმური წყაროს განმარტებით, საარჩევნო სიის სათავეში ყოფნა ხელს არ შეუშლიდა ღარიბაშვილს, რომ დარჩენილიყო პრემიერის პოსტზე.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უფლებამოსილება უჩერდება ყველა მინისტრს და ისინი მოვალეობის დროებით შემსრულებლები ხდებიან. საპარლამენტო უმრავლესობა პარასკევს, 10:00 საათზე ოფიციალურად განაცხადებს ქვეყნის პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატის შესახებ, შემდეგ წინადადება პრეზიდენტს გაეგზავნება, ხოლო სახელმწიფოს მეთაურმა, თავის მხრივ, კანდიდატი უნდა მოიწონოს. ამის შემდეგ პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს მინისტრთა ახალ კაბინეტსა და პროგრამას წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანომ ახალ მთავრობას პრემიერის ხელმძღვანელობით ნდობის ვოტუმი ხმათა უმრავლესობით უნდა გამოუცხადოს. 


ყველა ახალი ამბავი
0