მარგველაშვილი: ლავროვს შეუძლია ჩამოვიდეს პანკისში და თავად დარწმუნდეს

© facebook.com/Margvelashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პანკისის ხეობაში გამართულ შეხვედრას, რომელზეც ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს, ესწრებოდნენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები, უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა პანკისის ხეობაში უხუცესებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვერა გამართა. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი: ქვეყნის სპეცსამსახურები პანკისში არსებულ ვითარებას სრულად აკონტროლებენ

შეხვედრას, რომელზეც ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს, ესწრებოდნენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები, უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე. 

„ყველა ხედავთ აქ როგორი მშვიდი ვითარებაა, არათუ რაიმე სახის სირთულე, არამედ ასეთი მშვიდი გარემო, სადაც კრიმინალი არ არსებობს, სხვა ადგილებში იშვიათია. ლავროვს შეუძლია ჩამოვიდეს აქ და თავად დარწმუნდეს“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 დეკემბერს გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხე კვლავ არსებობს. ლავროვის სიტყვებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ამ ტერიტორიას ტერორისტების მოსამზადებლად იყენებს. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მანამდე ლავროვის განცხადება უარყო და აღნიშნა, რომ „პანკისის ტერიტორიაზე ტერორიზმის საფრთხე არ არსებობს“.

 

 


ყველა ახალი ამბავი
0