რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა

© Sputnik / STRINGERრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი „დიდწილად იმიტომ გაამკაცრა, რომ პანკისის ხეობიდან ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა“.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ტერორისტული საფრთხე პანკისის ხეობიდან არსად გამქრალა, რუსეთში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ამ ტერიტორიას საწვრთნელად იყენებს, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მან აღნიშნა, რომ მოსკოვმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი „დიდწილად იმიტომ გაამკაცრა, რომ პანკისის ხეობიდან ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა“. 

„ახლაც შიგადაშიგ მოდის ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ამ ძნელადმისაწვდომ ტერიტორიას იმისთვის იყენებენ, რომ იქ  წვრთნები ჩაატარონ, დაისვენონ და მარაგი შეივსონ“, — განაცხადა ლავროვმა დიდ ყოველმწლიურ პრესკონფერენციაზე. 


ყველა ახალი ამბავი
0