ქართული კამერული ორკესტრი ისრაელში კონცერტს პირველად გამართავს

© courtesy of Georgian Chamber Orchestraქართული კამერული ორკესტრი
ქართული კამერული ორკესტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც მეოთხედი საუკუნეა ბავარიაში მოღვაწეობს, კლასიკური, ქართული, ბერძნული, ებრაული და რუსული მუსიკის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას ჰპირდება.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს კამერული ორკესტრი ისრაელში პირველად გამოვა, კონცერტები 6-13 თებერვალს გაიმართება, ნათქვამია ორკესტრის ოფიციალურ გვერდზე.

ქართულ კამერულ ორკესტრს, რომელიც თბილისში შეიქმნა და თითქმის მეოთხედი საუკუნეა ბავარიის ქალაქ ინგოლშტადში მოღვაწეობს, მსმენელის წინაშე თანამედროვეობის გამოჩენილ დირიჟორთან ევან ხრისტომთამ (Evan Christ)  ერთად წარდგება. 

აფიშა - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 29-31 იანვარი

საკონცერტო პროგრამა კლასიკური,  ქართული, ბერძნული, ებრაული და რუსული მუსიკის მოყვარულებს დიდ სიამოვნებას ჰპირდება.

საღამოზე ვოლფგან ამადეუს მოცარტის, პეტრე ჩაიკოვსკის, მაქს ბრუხის, შლომო გრონიხისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები შესრულდება.

ქართულ კამერულ ორკესტრთან ერთად, სცენაზე ისრაელისათვის საამაყო ვიოლონჩელისტი დანიელ აკტა და ისრაელის ოპერის პირველი კლარნეტი მიხეილ გურფინკელი გამოვლენ.

საქართველოში კამერული ორკესტრი 1962 წელს, თბილისის კონსერვატორიის პედაგოგების — მარინა იაშვილისა და იგორ პოლიტკოვსკის ინიციატივით შეიქმნა. 1981 წელს ორკესტრს ლიანა ისაკაძე დირიჟორობდა.

90-იან წლებში საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლიანა ისაკაძემ და მისმა კოლექტივმა გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყნის დატოვებისა და გერმანიაში წასვლის შესახებ. 

თბილისის ოპერის განახლებული დარბაზი - Sputnik საქართველო
სეზონის გახსნამდე ანუ წინასაპრემიერო განწყობა და ტრადიციები

ორკესტრის წევრების უმეტესობა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან არიან.

ქართული კამერული ორკესტრის რეპერტუარში ქართველი კომპოზიტორების — სულხან ცინცაძის, სულხან ნასიძის, ოთარ თაქთაქიშვილის, ნოდარ გაბუნიასა და სხვების კლასიკური ნაწარმოებებია შესული.

 

ყველა ახალი ამბავი
0