სეზონის გახსნამდე ანუ წინასაპრემიერო განწყობა და ტრადიციები

© თ. გოგნიაშვილითბილისის ოპერის განახლებული დარბაზი
თბილისის ოპერის განახლებული დარბაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორ ხვდებიან ოპერის სოლისტები და სიმფონიური ორკესტრის წევრები პრემიერას დიდი ხნის მონატრებული, განახლებული ოპერის მშობლიურ ჭერქვეშ, რა წინასაპრემიერო განცდები და ტრადიციები აქვთ, მათ ამ თემაზე Sputnik-ის ჟურნალისტი თეონა გოგნიაშვილი ესაუბრა.

მრავალწლიანი მოლოდინი დასრულდა და 30 იანვარს, თბილისის განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრი, მონატრებულ მაყურებელს დარბაზის კარს გაუხსნის. რა თქმა უნდა, ქართული მუსიკალური სამყარო განსაკუთრებულად მოემზადა ამ დღისთვის. პირველი სპექტაკლი რომლითაც თეატრი სეზონს გახსნის ზაქარია ფალიაშვილის ოპერა —„აბესალომ და ეთერია“.

© ა. დარაშვილის არქივიარმაზ დარაშვილი, სოლისტი, აბესალომის პარტიის შემსრულებელი.
არმაზ დარაშვილი, სოლისტი, აბესალომის პარტიის შემსრულებელი. - Sputnik საქართველო
არმაზ დარაშვილი, სოლისტი, აბესალომის პარტიის შემსრულებელი.

არმაზ დარაშვილი, სოლისტი, აბესალომის პარტიის შემსრულებელი.

-ბატონო არმაზ, პრემიერის წინ როგორ გრძნობს თავს,,აბესალომი“?

-არაჩვეულებრივად გრძნობს თავს და მასთან ერთად მეც კარგად ვარ! რაც უფრო ახლოვდება პრემიერის დღე, უფრო მობილიზებული ვარ. ვცდილობ ნაკლებად ვიღელვო და ჩემს ნამღერში ყველაფერი დადებითად აისახოს. სახლში რეპეტიციას არ გავდივარ. უბრალოდ, წინასწარ კლავირში განსხვავებული ფანქრით აღვნიშნავ ხოლმე რაიმე შენიშვნას, ყველა ნოტს ვხედავ და ვიმახსოვრებ სად რა უნდა გავაკეთო. სახლში მოსული ასე ვთქვათ, მეხსიერებით რეპეტიციას გავდივარ. 

-ალბათ დღის რეჟიმიც შესაბამისი გაქვთ, მით უფრო პრემიერის წინა დღეებში?

-დილით ადრე ვდგები, ვცდილობ ღამეში 8 საათი მეძინოს, კომპიუტერზე და გონების გაფანტვის სხვა ამგვარ საშუალებებზე უარს ვამბობ. ალკოჰოლზე არა მარტო პრემიერის წინ, საერთოდაც უარს ვაცხადებ!

-პრემიერის წინ რაიმე ტრადიციას ხომ არ იცავთ, ან რაიმე ცრუ ნიშნის ხომ არ გჯერათ?

-კატამ გადამირბინა, პირველი ვიღაც შემხვდა ან პარტიტურა დამივარდა და ასეთები ჩემგან შორსაა! ცხოვრებაში მთავარია, ჩვენი საქმე კარგად ვაკეთოთ, უფლის გვჯეროდეს და ვერანაირი ცრუ და ბოროტი ძალა ვერ მოგვერევა!…

© ნ. ჩაჩუას ფოტონინი ჩაჩუა, სოლისტი, მარიხის პარტიის შემსრულებელი.
ნინი ჩაჩუა, სოლისტი, მარიხის პარტიის შემსრულებელი. - Sputnik საქართველო
ნინი ჩაჩუა, სოლისტი, მარიხის პარტიის შემსრულებელი.

ნინი ჩაჩუა, სოლისტი, მარიხის პარტიის შემსრულებელი.

-ამ დღეს გაორმაგებული განცდით ველოდები, რადგან 2004 წელს, მარიხის პარტიით ოპერაში ჩემი დებიუტი შედგა. 6 წლიანი პაუზის მერე იგივე შეგრძნებები განმიახლდა და ამიტომ  გაორმაგებული პასუხისმგებლობა მაქვს. რაც შეეხება ტრადიციას, ეს უფრო ქრისტიანული წესია — სცენაზე გასვლის წინ, როგორც მორწმუნე ადამიანი პირჯვარს ვიწერ.

© თ. გოგნიაშვილი.მარცხნიდან: სიმფონიური ორკესტრის წევრი ვაჟა ცენტერაძე, დირიჟორი რევაზ ტაკიძე და ორკესტრის ვალტორნისტი და თეატრის ბიბლიოთეკარი გოდერძი გარაყანიძე
მარცხნიდან: სიმფონიური ორკესტრის წევრი ვაჟა ცენტერაძე, დირიჟორი რევაზ ტაკიძე და ორკესტრის ვალტორნისტი და თეატრის ბიბლიოთეკარი გოდერძი გარაყანიძე - Sputnik საქართველო
მარცხნიდან: სიმფონიური ორკესტრის წევრი ვაჟა ცენტერაძე, დირიჟორი რევაზ ტაკიძე და ორკესტრის ვალტორნისტი და თეატრის ბიბლიოთეკარი გოდერძი გარაყანიძე

გოდერძი გარაყანიძე, ოპერის სიმფონიური ორკესტრის წევრი და თეატრის ბიბლიოთეკარი.

- ბატონო გოდერძი, ყველაზე დასამახსოვრებელი თქვენთვის რომელი სეზონის გახსნა იყო?

- ჯერ გეტყვით, რომ ოპერის ორკესტრში მუშაობა 1976 წელს დავიწყე. ყველაზე მეტად მახსენდება იმ არეულობის დროს გახსნილი სეზონი, როცა თეატრს მუშაობა სასწაულად რთულ პირობებში უწევდა. უშუქობა და წლობით გაუცემელი ხელფასები რომ იყო. ქვეყანაში კულტურა და სულიერება რომ გადარჩენილიყო, ამის გამო მუსიკოსები სპექტაკლებს არ აცდენდნენ. დღეს კი ახალი სეზონის გახსნას ყველანი სულმოუთქმელად ველოდებით, თანაც ქართული საოპერო ხელოვნების მარგალიტი,,აბესალომ და ეთერი“ უნდა წარვადგინოთ.

-სიახლეები ოპერის ბიბლიოთეკასაც შეეხო?

-ბიბლიოთეკა მთლიანად ელექტრონულ ვერსიაზე გადადის. ოპერის სეზონის გახსნამდე,,აბესალომ და ეთერის“ელექტრონული ვერსია მომზადდა. ახლაკი,,გორდას“ ახალი ნოტების ელექტრონულ ვერსიაზე მიდის მუშაობა.

-საინტერესოა, ორკესტრანტებს რაიმე რიტუალი ან სახალისო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?

-სასულე ინსტრუმენტზე ვინც ვუკრავთ გვაქვს ერთი რიტუალი: სპექტაკლამდე 15 წუთით ადრე, ასე ვთქვათ, ტუჩების მოთელვას ვატარებთ, ანუ ტუჩები მოგვყავს წესრიგში. რიტუალზე კი საპირველაპრილო ხუმრობა გამახსენდა: პირველ აპრილს, მუსიკოსები მოვილაპარაკებთ ხოლმე და როდესაც დირიჟორი, სიტყვაზე,,,აბესალომ და ეთერის“ დირიჟორობას იწყებს, ორკესტრი ბეთჰოვენს უკრავს. ისიც რა თქმა უნდა ხვდება, რაშია საქმე და ეღიმება…

ვაჟა ცენტერაძე, სიმფონიური ორკესტრის ვალტორნისტი:

-ყველაზე მეტად ის სეზონი მახსენდება, როცა ჯანსუღ კახიძემ სპექტაკლში  ,,აბესალომ და ეთერი“ მაია თომაძე და ალექსანდრე ხომერიკი შეიყვანა. ის სპექტაკლი მაშინ შედევრად აღიარეს, ტრადიციას რაც შეეხება, ყოველი პრემიერის შემდეგ ვქეიფობთ და ამ დღეს ასე ჩვენებურად, ქართულად აღვნიშნავთ. იმედია, ამ ტრადიციას მომავალი წარმატებული პრემიერის მერე, არც ამჯერად დავარღვევთ.

შეგახსენებთ, რომ საპრემიერო სპექტაკლები ოპერის თეატრში 31 იანვარს, 2 და 21 თებერვალს გაიმართება. რაც შეეხება ტრადიციას, ამავე დღეს, 18 საათზე, უკვე ახალი ტრადიციის თანახმად ოპერის წინ მედეა ამირანაშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. 


ყველა ახალი ამბავი
0