საქართველო პრემიერი - მრავალშვილიანი, ორი იპოთეკური კრედიტით

© facebook.com/mfageorgiaგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკლარაციის თანახმად, საქართველოს პრემიერს ორი სახლი, ორი მიწის ნაკვეთი, ერთი ბინა და შვიდი ათასი აშშ დოლარი თანხა აქვს.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერს, რომელიც ამ თანამდებობაზე ერთი თვის წინ დაინიშნა, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ოთხი შვილი ჰყავს და ორ იპოთეკურ სესხს იხდის.

ამა წლის 15 იანვარს შევსებული დეკლარაციის თანახმად, კვირიკაშვილს ორი სახლი, ორი მიწის ნაკვეთი, ერთი ბინა და ანგარიშზე შვიდი ათასი აშშ დოლარი აქვს. 

ნანა დევდარიანი - Sputnik საქართველო
დევდარიანი: სამთავრობო ცვლილებები ზაფხულისთვის მოხდება

კვირიკაშვილის 250 კვადრატული მეტრი ფართის პირველი სახლი დუშეთის რაიონის სოფელ ქვეშეთშია, იქვეა მისი მიწის ნაკვეთი (3450 კვ.მ.). მეორე კერძო სახლი (190 კვ.მ.) მიწის ნაკვეთთან (432 კვ. მ.) ერთად ქალაქის გარეუბანში, ზოვრეთის ქუჩაზეა, ხოლო პრემიერს 34 კვ.მ. ფართის ბინა სამგორის რაიონში აქვს.

მთავრობის მეთაური ჯერ კიდევ იხდის 2012 წლის ნოემბერსა და 2015 წლის ივლისში გაფორმებულ ორ იპოთეკურ სესხს. პირველი იპოთეკა, ფაქტობრივად, დაფარულია (120 ათასი აშშ დოლარიდან დაფარულია 109 ათასი აშშ დოლარი), ხოლო მეორე იპოთეკის გადახდა (173,5 ათასი აშშ დოლარი) პრემიერს 2030 წლამდე მოუწევს.

სამი მცირეწლოვანი შვილის სწავლისთვის 2015 წელს კვირიკაშვილმა თითოეულზე 1200 აშშ დოლარი გადაიხადა. პრემიერის უფროსი ქალიშვილი 25 წლისაა, ის გრაფიკოს-დიზაინერად მუშაობს და გასულ წელს 3360 აშშ დოლარი გამოიმუშავა.

რაც შეეხება ფულად სახსრებს, პრემიერის სხვადასხვა ანგარიშებზე მთლიანად დაახლოებით 2500 აშშ დოლარი ინახება. გარდა ამისა, მას აქვს 4500 ლარი ნაღდი ფულით.

საბანკო ანგარიში გახსნილია პრემიერის მეუღლის — მაია ცინაძის სახელზეც, სადაც 126 აშს დოლარი ირიცხება. 2015 წელს მის სახელზე გაფორმდა 118 800 აშშ დოლარის ღირებულების შესყიდვა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველო რეგიონში ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანაა

დეკლარაციის შევსების დროისთვის კვირიკაშვილის ან მისი ოჯახის წევრების სახელზე არ არის გაფორმებული 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების არც ბიზნესი, არც ფასიანი ქაღალდები, არც ავტომობილი.

გასულ წელს კვირიკაშვილის შემოსავალმა 30000 აშშ დოლარი შეადგინა. ამ თანხის მესამედი მან საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას გამოიმუშავა, დანარჩენი — მანამდე, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე.

კვირიკაშვილი, რომელიც სპეციალობით ეკონომისტია, საქართველოს მთავრობაში 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მოვიდა.


ყველა ახალი ამბავი
0