დევდარიანი: სამთავრობო ცვლილებები ზაფხულისთვის მოხდება

© Sputnik ნანა დევდარიანი
ნანა დევდარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტის აზრით, ცვლილებები არ შეეხება თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილებები ზაფხულისთვის მოხდება, — მიაჩნია საქართველოს გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ ნანა დევდარიანს. 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს ტელეარხ GDS–ის გადაცემაში „2030“ განაცხადა, რომ კვირიკაშვილმა  შესაძლოა მომავალში მინისტრთა კაბინეტში კორექტივები შეიტანოს. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილმა საქართველოს მთავრობაში ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა

„როგორც ჩანს, მათ ვერ მოახერხეს საკადრო საკითხების მოკლე დროში გადაჭრა. იმიტომაც ღარიბაშვილის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს კოალიციური მთავრობაა და მოლაპარაკებაა საჭირო… მთავრობაში საკადრო ცვლილებები გვიან გაზაფხულზე, ზაფხულის დასაწყისში მოხდება. ქვეყნის ხელისუფლებამ არჩევნების წინ უნდა აჩვენოს, რომ ისინი ცვლილებებისთვის მზად არიან“, — განუცხადა დევდარიანმა Sputnik–ის კორესპონდენტს. 

ექსპერტის აზრით, ცვლილებები არ შეეხება თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელსა და სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს, რომლებიც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან, მთავრობაში საკმაოდ მყარი პოზიციები აქვთ და ამიტომ მათმა წასვლამ შესაძლოა კრიზისი გამოიწვიოს, დარწმუნებულია ექსპერტი. 


ყველა ახალი ამბავი
0