ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი ივანიშვილმა გახსნა

© photo: Sputnikელდარ შენგელაია
ელდარ შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჩენილი ქართველი რეჟისორის კინოსურათებს კარგად იცნობენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ცისფერი მთები“... რეჟისორის დიდება კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ვარსკვლავის სახითაა უკვდავყოფილი.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი მისი დაბადების დღეს, 26 იანვარს კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ საქართველოს ექს-პრემიერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა.

რეჟისორის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით, რომელიც მის დაბადების დღეს 83-ე წლისთავს დაემთხვა, კინოთეატრ „რუსთაველის“ მთავარ დარბაზში შენგელაიას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო საღამო გაიმართა. 

ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
ნანი ბრეგვაძე: შენგელაია შეუდარებელი რეჟისორია
 

სტუმრებისთვის ნაჩვენები იყო ნაწყვეტები შენგელაიას კინოფილმებიდან, კადრები მისი ფესტივალებზე მონაწილეობიდან, დაჯილდოების ცერემონიებიდან და პირადი არქივიდან.

შენგელაია თავის შემოქმედებით საღამოს ორიგინალურად მიუდგა. ღონისძიების დასაწყისში, სანამ დარბაზი სტუმრებით ივსებოდა, შენგელაია სცენაზე, თეთრი ქსოვილით შემოხვეული შეუმჩნევლად, ქანდაკებასავით იჯდა. როგორც კი საღამო დაიწყო, წამყვანმა მას ქსოვილი მოხსნა და შენგელაია თავის მეგობრებსა და კოლეგებს სცენიდან მიესალმა.

რეჟისორმა ამგვარად შეახსენა მაყურებელს თავისი ფილმი „არაჩვეულებრივი გამოფენა“, სადაც ფილმის გმირის — პროვინციელი ოსტატის აგული ერისთავის ქანდაკებები ასეთი ფორმით იხსნებოდა.

საღამოზე შენგელაიას კოლეგებმა — თეატრისა და კინოს რეჟისორებმა, ასევე პოეტებმა მიულოცეს. სპეციალურად კინორეჟისორისთვის ვოკალურ-ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „რუსთავმა“ იმღერა.

შენგელაიას ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე ნინო ანანიაშვილის დასმა რეჟისორს ცეკვა „ხორუმი“ მიუძღვნა. 

რეჟისორები ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ელდარ შენგელაია: იმედი მაქვს "ვარსკვლავის" მერე ფილმისთვის ფულს მომცემენ

„მიხარია, რომ დარბაზში მყოფ ადამიანებს საღამო მოეწონათ. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ აქაა დედაჩემის, ასევე გია დანელიას ვარსკვლავი. და მათ გვერდით ეს ვარსკვლავი გაიხსნა — ჩემთვის ეს ძალიან დიდი მოვლენაა“, — განუცხადა ელდარ შენგელაიამ „Sputnik საქართველოს“.

ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა.

საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის სფეროს წარმომადგენლები — კინოსა და თეატრის რეჟისორები, მსახიობები, მუსიკოსები, შემსრულებლები, ლიტერატურული მოღვაწეები, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

1958 წელს დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). მისი თანაკურსელები იყვნენ ალექსანდრ კუროჩკინი, ედუარ დაბალიანი და ალექსეი სახაროვი.

1958-1960 წლებში „მოსფილმში“ მუშაობდა რეჟისორად, ხოლო 1960 წლიდან — კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

1984 წელს შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, რომელმაც 1984 წელს საკავშირო კინოფესტივალის ჯილდო და 1985 წელს სსრკ-ის სახელმწიფო პრემია მიიღო.

1975-1980 წლებში შენგელაია შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისორთა კურსს უძღვებოდა. 1985 წელს შენგელაია მოსკოვის XIV საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის მონაწილე იყო.

1979 წელს ელდარ შენგელაიას მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, ხოლო 1988 წელს — საბჭოთა კავშირის.

შენგელაია ავტორია ფილმების: „ლეგენდა ყინულის გულზე“, „თოვლის ზღაპარი“, „თეთრი ქარავანი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამანიშვილის დედინაცვალი“ და სხვა. 


ყველა ახალი ამბავი
0