თოვლი საქართველოს გზებზე გადაადგილების პრობლემებს ქმნის

© https://www.facebook.com/georoad.ge/გზის გაწმენდა
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან საზღვრებისკენ მიმავალი საავტომობილო გზების მონაკვეთებზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს.

თბილისი, 27იანვარი — Sputnik. რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან საზღვრებისკენ მიმავალ საქართველოს ცენტრალურ გზებზე უამინდობის გამო დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ზვავსაშიშროების გამო აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა რუსეთთან საზღვრისკენ მიმავალი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე. 

დიდთოვლობა ბათუმში, ევროპის მოედანი. - Sputnik საქართველო
ჩემი ევროპული ბათუმი
 

ამავე მაგისტრალის არაგვისპირი-გუდაურისა და კობი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30-ზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენება აუცილებელია მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე, ხოლო დარიალის ხეობაში აკრძალულია ავტოტრანსპორტის გაჩერება.

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის 93-160-ე კილომეტრებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიან და 30-ზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება. 

პირველი გიმნაზია - Sputnik საქართველო
საქართველოს 400-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ მიმავალი სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომანქანების მოძრაობა. 

საპატრულო პოლიცია გზებზე რეჟიმის დაცვას აკონტროლებს და ტრანსპორტის მოძრაობას კოორდინირებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0