აბაშიძე: რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს შეცდომის უფლება არ აქვს

© photo: Sputnikზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 2016 წლის შუა პერიოდში გააუქმოს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ თვალყური უნდა ადევნოს რუსეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რათა საგარეო პოლიტიკაში შეცდომები არ დაუშვას, — მიაჩნია საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს.

ორშაბათს აბაშიძე დაესწრო კვლევის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაზე რუსეთის გავლენას ეძღვნებოდა. 

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში ყინული დაიძრა
 

„ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ თუ რა ხდება სამეზობლოში, განსაკუთრებით, რუსეთში. იქ ძალიან სერიოზული პროცესები მიდის. როგორ განვითარდება მოვლენები — ძალზე რთული სათქმელია. მდგომარეობა პროგნოზირებადი არ არის, ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, ამიტომ ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გონივრული და სწორად გათვლილი“, —იუწყება სააგენტო „ ნოვოსტი გრუზია“

საქართველოს მთავრობა ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს რისკი რუსეთთან ურთიერთობებში და ამიტომ პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს. 

ამას გარდა, „ნოვოსტი–გრუზიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი  2016 წლის შუა პერიოდისთვის გააუქმოს. 

მანდარინები - Sputnik საქართველო
რუსეთი ქართული მანდარინის მთავარი ბაზარია
 

საქართველომ რუსეთთან  დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.

შეხვედრების ფორმატი არ ითვალისწინებს პოლიტიკურ თემებზე მსჯელობას. მათზე მხოლოდ ვაჭრობის, სატრანსპორტო მიმოსვლისა და კულტურულ–ჰუმანიტარული თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები განიხილება.

ამ დროისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ჩამოსვლის საშუალება აქვთ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში სამოგზაუროდ აუცილებლად ესაჭიროებათ ვიზები. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, ხოლო 23 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამარტივებს საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემის პირობებს. 


ყველა ახალი ამბავი
0