ლავროვი: საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში ყინული დაიძრა

© Григорий Сысоевსერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა ხალხმა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომების გამო, პასუხი არ უნდა აგოს თავის რუს მეზობლებთან კავშირების გაწყვეტით, კავშირების, რომლითაც დაინტერესებული არიან როგორც ქართველები, ისე რუსები, მიიჩნევს სერგეი ლავროვი.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები ამ დროისთვის ყინულიდან ლღობის სტადიაზე გადადის, განაცხადა სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. 

„ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები ნორმალური, კეთილმეზობლური იყოს. იქიდან გამომდინარე ვამბობთ, რომ ქართველმა ხალხმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომების გამო, პასუხი არ უნდა აგოს თავის რუს მეზობლებთან კავშირების გაწყვეტით, კავშირების, რომლითაც დაინტერესებული არიან როგორც ქართველები, ისე რუსები, ეს, ალბათ, უსამართლობა იქნებოდა. დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია“, — განაცხადა ლავროვმა დიდ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას. 

როგორც მან აღნიშნა, 2008 წელს რუსეთმა „საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული შესაბამისობით“ იმოქმედა.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ამჟამინდელ ვითარებაზე საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები „ყინვის მდგომარეობიდან ლღობის პროცესზე“ გადადის.

საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან 2008 წელს, აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წელს არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. ამასთან, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში დათმობაზე არ წავა. 


ყველა ახალი ამბავი
0