თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებში თავისი წვლილი ევროკავშირსაც მიუძღვის, რადგან ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც ნატო–ში და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ევროპისგან გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ", — განაცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.
„მოლდოვაში მოვლენების განვითარება დიდწილად, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ რეაგირებას მოხდენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ბრიუსელი და რამდენად გამონახავს ევროკავშირი რესურსებს ეფექტური რეფორმების მხარდასაჭერად“, – თვლის სოსო ცინცაძე.
მისი აზრით, ბევრია დამოკიდებული მოსკოვის აქტივობაზეც. თუმცა პოლიტოლოგს არ ჰგონია რომ რუსეთის პრეზიდენტმა რაიმე ექსტრაორდინალური გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ვლადიმირ პუტინმა ძალიან კარგად იცის, სულ მცირედითაც რომ ჩაერიოს რუსეთი მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებში, ყველაფერი მას დაბრალდება. რუსეთს არ სჭირდება მოლდავაში არეულობის პროვოცირება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე მეტად მის ინტერესებშია.
„მოლდოვა პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი პროდასავლური ქვეყანაა, რომელშიც კომუნისტური პარტიის გავლენა ძალიან ძლიერია, სოციალურ ფონზე დაწყებული უკმაყოფილება კი პოლიტიკური პროტესტის სახეს ავტომატურ რეჟიმში ღებულობს. კომუნისტურ პარტიას ჰყავს საკმარისი ელექტორატი დესტაბილიზაცის გამოსაწვევად", –აღნიშნა ცინცაძემ.
მისი თქმით, მოლდოვაში საპროსესტო გამოსვლები ჯერ კიდევ ზაფხულიდან მზადდება.
ოთხშაბათს მოლდოვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან, პაველ ფილიპის ხელმძღვანელობით მთავრობის არჩევის შემდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის არჩევის შემდეგ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავდნენ, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან შეხლა-შემოხლა დაიწყო. მიუხედავად სამართალდამცველების წინააღმდეგობისა, მომიტინგეებმა შეძლეს შენობაში შეღწევა. შეტაკებისას 15 ადამიანმა, მათ შორის 9 პოლიციელმა, სხეულის დაზიანებები მიიღო.
გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტის შენობაში მასიური არეულობების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.