კიშინიოვში საპროტესტო აქციებისას 15 ადამიანი დაშავდა

გამოწერა
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დაშავებულთა რაოდენობამ 15–ს მიაღწია. აქედან უმეტესობა პოლიციელია.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. მოლდოვას პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას 15 ადამიანი დაშავდა, — განუცხადა „Sputnik მოლდოვას“ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვნელმა იგორ კუროვმა. 

ოპოზიციის აქციები კიშინიოვში - Sputnik საქართველო
კიშინიოვში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

ოთხშაბათს კიშინიოვში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც არეულობაში გადაიზარდა. ოპოზიცია მთავრობის ახალი კაბინეტისა და მის მეთაურად დემოკრატ პაველ ფილიპის დამტკიცებას აპროტესტებს. პარლამენტის შენობასთან პოლიციის კორდონი აქციის დაწყებისთანავე მოეწყო. მომიტინგეებმა შენობის ერთ–ერთ შესასვლელთან მდგარი პოლიციელების შევიწროება დაიწყეს.

„ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოებში გადაყვანილია 15 ადამიანი. აქედან ცხრა პოლიციელია, ექვსი კი სამოქალაქო პირი. პაციენტებს საშუალო სიმძიმის ტრავმები აღენიშნებათ. გამოვლენილია საყრდენ–მამოძრავებელი აპარატისა და თავის არეში მიყენებული დაზიანებები“, — განაცხადა კუროვმა. 

მოლდოვის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. 


ყველა ახალი ამბავი
0