კიშინიოვში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

გამოწერა
პაველ ფილიპის ხელმძღვანელობით მთავრობის არჩევის შემდეგ, პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავდნენ, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან შეხლა-შემოხლა დაიწყო.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. მომიტინგეები პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, პოლიციის კორდონი მათ უკან გამოდევნას ცდილობს, იტყობინება Sputnik Молдова.

პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა გაჩაღდა.  მომიტინგე პლატფორმა DA-ს წარმომადგენლები ცრემლსადენ გაზს იყენებენ. 

მანამდე მანიფესტანტებმა პარლამენტის შენობის უკანა კარი გამოამტვრიესდა ცდილობდნენ შენობაში შეღწევას. შიგნით პოლიციის კორდონი გამწკრივდა, რომელიც ძალას არ იყენებდა. პოლიციელებს ხსნიდნენ შელემებს და ართმევდნენ ფარებს. ზოგიერთები ხელებშეკრული გამოჰყავდათ. 

 პაველ ფილიპის ხელმძღვანელობით მთავრობის არჩევის შემდეგ, პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც პარლამენტის შენობას იცავდნენ, შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან შეხლა-შემოხლა დაიწყო. 

პოლიციის კორდონი პარლამენტის შენობის კედელთან ჩამწკრივდა საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე. ერთ-ერთ გამოსასვლელტან, მომიტინგეებმა პოლიციის შევიწროვება დაიწყეს. პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. 

საპროტესტო აქცია კიშინიოვში - Sputnik საქართველო
კიშინიოვში აქციის მონაწილეები მთავრობის შენობის პიკეტირებას გეგმავენ

Sputnik-ის კორესპონდენტები იტყობინებიან, რომ პარლამენტის კედლებთან არეულობები გრძელდება. სამართალდამცავი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი ბრბომ წალეკა. 

ამგვარად ბრბომ პარლამენტის კარებამდე მიღწევა მოახერხა და ამჟამად იქ შეღწევას ცდილობს. 


ყველა ახალი ამბავი
0