თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. აშშ-ს ადმინისტრაციამ ნებართვა გასცა “ისლამური სახელმწიფოს“ და „ალ-ქაიდას“ დაჯგუფებებზე ავიადარტყმების განხორციელებაზე ავღანეთში, იტყობინება РИА Новости გამოცემა Washington Post-ზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ ახალი უფლებამოსილებები საშუალებას მისცემენ ამერიკულ ჯარს „უფრო აქტიურად განახორციელონ დარტყმები ISIS-ზე.
მანამდე ძალის გამოყენების უფლება მხოლოდ „ალ-ქაიდაზე“ იყო ნებადართული, ასევე ავღანელი სამხედროების დახმარებისა და დაცვისათვის, აცხადებს გამოცემა. ამასთან წყარო არ იტყობინება ავღანეთში აშშ-ს სამხედრო ყოფნის რაიმენაირ ზრდაზე.
აშშ-ს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურად განაცხადა ავღანეთში ISIS-ს უჯრედის — დაჯგუფება „ხორასანის“ აკრძალულ ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჩართვაზე.
ამასთან პენტაგონში ღიად არ საუბრობენ ISIS-ს გაზრდილ გავლენაზე ამ ქვეყანაში, არამედ პირიქით, აცხადებენ მის სისუსტეზე. მაგალითად ავღანეთში აშშ-ს შტაბის უფროსის მოადგილემ გენერალმა უილსონ შოფნერმა სამშაბათს ჟურნალისტებს უთხრამ რომ ISIS-ს მებრძოლები პერიოდულად მოქმედებენ და მათ არ აქვთ საშუალება ოპერაციის ორგანიზება და ჩატარება ერთდროულად ქვეყნის ერთზე მეტ ნაწილში განახორციელონ.
აშშ 2001 წლიდან ავღანეთში სამხედრო ოპერაციებს ატარებდა „ალ-ქაიდასა“ და მოძრაობა „თალიბანის“ ტერორისტების წინააღმდეგ. თავდაპირველად ამერიკული ჯარების გაყვანა 2014 წელს იგეგმებოდა, მაგრამ ავღანეთის ხელისუფლების თხოვნით, კონტინგენტის ნაწილი ქვეყანაში დარჩა ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების დასახმარებლად. ბოლო დროს ვაშინგტონი ცდილობს ხელი შეუწყოს შიდა ავღანურ დიალოგს ხელისუფლებასა და თალიბთა სახით შეიარაღებულ ოპოზიციას შორის.