თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად შვიდივე დაღუპული ადგილობრივი ტელეარხის TOLO News-ის თანამშრომლები არიან, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო Pajhwok — ზე დაყრდნობით.
ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელმა აბდულა რახმან რახიმმა დაუდასტურა სააგენტოს, რომ თავდასხმა მიმართული იყო სატელევიზიო კომპანია Kaboora Production-ის ტანამშრომლების წინააღმდეგ, რომელიც ტელეარხ TOLO News-ისათვის პროფრამებს ამზადებს.
უცნობმა პირებმა ქაბულში დარ-ულ-ამანის გამზირზე ავტომანქანა ააფეთქეს. ფრანც პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტის მიზანი ავტობუსი იყო, რომელშიც ავღანური ტელეარხის TOLO News-ის თანამშრომლები ისხდნენ.