ჩინეთში ქართული ღვინის კიდევ ერთი ცენტრი გაიხსნება

© facebook.com/GaribashviliOfficialღვინის სარდაფი ყვარელში
ღვინის სარდაფი ყვარელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ წელს ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 122%-ით გაიზარდა. სულ 2015 წელს ჩინეთში ექსპორტირებული იყო 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ), რაც ღვინის საექსპორტო მოცულობის 7,4%-ია.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. თებერვალში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ძიანსის პროვინციაში, სადაც 30 მლნ-მდე მოსახლე ცხოვრობს, ქართული ღვინის ცენტრი გაიხსენება, იტყობინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო.

ეს იქნება  მეხუთე ქართული ღვინის ცენტრი, რომელიც ჩინეთში გაიხსნება. გასული წლის ივლისში, ქართული ღვინის  ერთ-ერთმა უმსხვილესმა იმპორტიორმა კომპანიამ Xinjiang Beifangjianda Trade Co. LTD სინძიანის პროვინციის ქალაქ ხორგოსში, ყაზახეთი-ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო ცენტრში „ქართული ღვინის კულტურის საგამოფენო დაბაზი“, ხორგოსის ცენტრალურ მოედანზე „ქართული ღვინის სალონი“ და ქალაქ ინინში „ქართული ღვინის კლუბი“, ერთდოულად გახსნა. 

მონასტერი - Sputnik საქართველო
საქართველო და ჩინეთი ტურიზმის ხელშეწყობისთვის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან
 

ქართული ღვინის სახლი განთავსდება  4 ათას კვადრატულ ფართობზე, სადაც განლაგდება სადეგუსტაციო და საექსპოზიციო დარბაზები, მუზუემი, ენოთეკა, ქართული რესტორანი და სხვა. 

2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით — ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სულ 12 თვეში ექსპორტირებულია 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ). ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში მეოთხე ადგილი დაიმკვიდრა რუსეთის, ყაზახეთისა და უკრაინის შემდეგ.

დიმიტრი ქუმსიშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მატება განაპირობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებულმა აქტიურმა ღონისძიებებმა. 2015 წლის ივლისში პეკინში, გაიხსნა ქართული ღვინის პოპულარიზაციის ცენტრი, რომლის ორგანიზებითაც ტარდებოდა საგანმანათლებლო სემინარები ქართული ღვინის კულტურის შესახებ, ეწყობოდა დეგუსტაციები, ამასთან ერთად, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო ჩინეთში გამართულ ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩინელი ღვინის პროფესიონალების, მედიისა და მოყვარულებისთვის საქართველოში მოეწყო ღვინის ტურები, სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media” ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა გამართა ქართული ღვინის არაერთი პრეზენტაცია-დეგუსტაცია, ჩინურ მედიაში დაიბეჭდა ქართული ღვინის შესახებ საპრომოციო სტატიები და ტელევიზიებით მომზადდა სპეციალური სიუჟეტები, ქართული ღვინის აქტიური რეკლამირება ხდებოდა ადგილობრივი სოციალური ქსელების მეშვეობითაც.


ყველა ახალი ამბავი
0