თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს ვიც-პრემიერი კახი კალაძე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებისას საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, თქვა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა უმრავლესობიდან ზურაბ ტყემალაძემ.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეხვედრა „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან დღეს ვენაში მიმდინარეობს. კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ იქიდან მიღწეული შეთანხმებით ჩამოვა, რომელიც საქართველოს ინტერესებს მოემსახურება.
„მომავალში მათ შეიძლება ისე გააკეთონ, რომ სომხეთს გაზი ირანიდან მიეწოდებოდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საქმე აქამდე არ მივა და ტრანზიტი და გაზსადენი იმუშავებს. რა თქმა უნდა კალაზე და ეკონომიკის სამინისტრო დღეს და ხვალ, მოლაპარაკებების მსვლელობისას ყველაფერს გააკეთებენ რათა ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, — განაცხადა ტყემალაძემ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
საქართველოში გაზის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია. ამ დროისათვის საქართველო სომხეთში რუსული გაზის იმპორტის 12 %-ს იღებს მისი ტრანზიტის სანაცვლოდ. რუსულ გაზს ქვეყანა აღარ ყიდულობს 2007 წლიდან.
მანამდე ენერგეტიკის მინისტრმა განმარტა რომ საქართველოს გაზის დეფიციტი აქვს. აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია SOCAR დღე-ღამეში მხოლოდ 6 მილიონი კუბამეტრი გაზის ტრანსპორტირებას ახდენს საქართველოში ნაცვლად აუცილებელი 11 მილიონისა. SOCAR-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოწოდებული გაზის მოცულობას 7 მილიონამდე გაზრდიან, მაგრამ ტექნიკურად აზერბაიჯანს მეტი მოცულობის მოწოდება არ შეუძლია.
ექსპერტები და ოპოზიცია აკრიტიკებენ მინისტრს, რადგან თვლიან, რომ „გაზპრომთან“ თანამშრომლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას დააკარგვინებს. საქართველოს დედაქალაქში სისტემატიურად ტარდება საპროტესტო აქციები „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შეწყვეტის მოთხოვნით.