თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. პროკურორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიზნესმენის ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის მოწმის დავით პოპოვის კავშირი სახელმწიფო უშიშროების სამსახურებთან - უსაფუძვლო ჭორია, თვლის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
დავით პოპოვის კავშირზე უშიშროების სამსახურთან განცხადება „საქართველოს ხმის“ დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კოერკოტაძემ გააკეთაოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე. „ჩემი აზრით, ეს უსაფუძვლო ჭორებია, რომელზეც მე დღეს მედიაში წავიკითხე და რაც არაფრით არ შემიძლია დავადასტურო“, უთხრა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ადვოკატი ამტკიცებს, რომ პოპოვთან შეხვედრისას მან შეამჩნია ფარული კამერა რომელიც პოპოვს ტანსაცმლის ქვეშ ჰქონდა დამაგრებული. ამის შემდეგ პოპოვმა შეწყვიტა ადვოკატთან საუბარი და სწრაფად გაეცალა. პოპოვის „მამხილებელი“ ვიდეოკადრებს ქართული მედია ავრცელებს, მათ შორის რადიოსადგურ „პირველი რადიოს“ ვებ-გვერდზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიას ცხედარი, მისი გაუჩინარებიდან სამ დღეში, 16 იანვარს, ბიძინა კუჭავას მიერ დაქირავებულ ბინაში იპოვეს. მას შემდეგ, რაც შშ–ის თანამშრომლებმა სავარაუდო მკვლელის ძებნა დაიწყეს, ავტომობილი, რომელშიც კუჭავა იჯდა, პატრულმა გააჩერა. კუჭავამ, პოლიციის თანამშრომლების დანახვისთანავე, იარაღი ამოიღო და თავი მოიკლა.
სწორედ ხსენებულ მანქანაში იმყოფებოდა დავით პოპოვიც. მედიის ვერსიით, ავტომობილი პოპოვს ეკუთვნოდა.